Google-მა გაფართოებული რეალობის მიკროსკოპის (ARM) პროტოტიპი წარმოადგინა — ეს ინოვაციური ტექნოლოგია ტრადიციული მიკროსკოპის შესაძლებლობებს მოწინავე ხელოვნურ ინტელექტთან აერთიანებს. მისი მთავარი ფუნქცია კი ნიმუშების კლასიფიკაციის გამარტივება და კიბოს უჯრედების თუ პათოგენების გამოვლენაა.
ამისათვის კომპანია არაკომერციულ ორგანიზაცია Miter-ის მკვლევრებთან თანამშრომლობს, რომლებიც ARM-ს მოწყვლადობისა და გამოწვევების დასადგენად იყენებს. მოწყობილობა ვიზუალურად ტიპურ მიკროსკოპს ჰგავს, თუმცა მთავარი განსხვავება AI მოდელების ინტეგრაციაა. სწორედ ხელოვნური ინტელექტი ნიშნავს კიბოს გავრცელების ადგილებს; ასევე, სტადიის სიმძიმესაც განსაზღვრავს სითბური განათების მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ ბევრი ორგანიზაცია იყენებს პათოლოგიების დასადგენად აქტიურად იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი საჭიროებს დახვეწას. მიუხედავად იმისა, რომ ARM ციფრული პათოლოგიის სისტემებს არ ცვლის, ის პრაქტიკულ ალტერნატივას წარმოადგენს — მის მიერ გადაღებული ფოტოები დიდი მეხსიერებით არ გამოირჩევა და მათი შენახვა მარტივია.
ამჯერად კომპანია მიკროსკოპის განვითარებაზე მუშაობს, რათა რაც შეიძლება მალე ჩაეშვას მასიურ მოხმარებაში.