როდესაც ციფრული დიზაინის სამყაროში ახალი პროდუქტები და მედიუმები ჩნდება, Google ყოველთვის ახალ, შესაბამის შრიფტებზე ზრუნავს. მიზეზი კი ერთია: თითოეულ გამოცდილებას მასზე მორგებული შრიფტი სჭირდება, რათა ყველა სპეციფიკური მახასიათებელი მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ამჟამად ტექნიკურმა გიგანტმა მთელი შემოქმედებითი ენერგია გაფართოებული რეალობისკენ (AR) მიმართა.
AR One Sans-ზე მულტიდისციპლინარულმა დიზაინერმა, Niteesh Yadav-მა იმუშავა. შრიფტის ამოსავალი წერტილი კი AR გარემოში მომხმარებლის ინტერფეისის იდეალური უზრუნველყოფა იყო. იგი ხასიათდება დაბალი კონტრასტით, ფართო დაშორებებით და მკვეთრი ფორმებით — ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ვიზუალურად ქაოსურ ფონზეც ადვილად შეძლონ ტექსტის წაკითხვა.
ვიდრე გუგლი საბოლოოდ დაამტკიცებდა ამ კონკრეტულ ვერსიას, შრიფტმა ხანგრძლივი ტესტირების პროცესი გაიარა სხვადასხვა მოწყობილობაზე — ჰედსეტებით დაწყებული, სმარტფონებით დასრულებული. ნებისმიერ შემთხვევაში AR Sans One ვიზუალურ მთლიანობას უზრუნველყოფს სხვადასხვა პლატფორმასა და მოწყობილობაში. თანაც მის უპირატესობას წარმოადგენს მახასიათებელი, ადაპტირდეს ნებისმიერ გარემოსთან, თავისი კონტრასტითა და მკაფიოობით.
ამასთანავე, როგორც გუგლის სხვა შრიფტების შემთხვევაში, AR One Sans ყველასთვის ხელმისაწვდომია. შესაბამისად, დიზაინერებსა და დეველოპერებს შეუძლიათ, თავიანთ პროექტებში თავისუფლად გამოიყენონ — იქნება ეს ციფრული, ბეჭდური, კომერციული თუ სხვა. ასე რომ, თუ ინოვაციურ AR აპლიკაციაზე მუშაობთ, ეს უნიკალური შრიფტი ნამდვილად ღირებული დანამატი უნდა იყოს…