in

Google-ის აპლიკაცია Art Transfer თქვენს ფოტოებს ვან გოგისა და ფრიდა კალოს ნახატებად აქცევს

თუკი ოდესმე გიფიქრიათ, თუ როგორ დაგხატავდნენ ცნობილი მხატვრები, Google-ის პლატფორმა Art Transfer სწორედ ამის საშუალებას გაძლევთ. მისი მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ თქვენ მიერ გადაღებული ფოტოები ვინსენტ ვან გოგის, ფრიდა კალოს, ჟან-მიშელ ბასკიასა და იაიოი კუსამას ნახატებად გარდაქმნათ.

Google-მა უამრავ კულტურულ ინსტიტუციასთან ითანამშრომლა იმისათვის, რათა ეს პლატფორმა შეექმნა და იმგვარი ნახატების გამოყენების უფლება ჰქონოდა, როგორებიცაა: ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა, ენდი უორჰოლის 1966 წელს დახატული ავტოპორტრეტი, ედვარდ მუნკის კივილი, ვან გოგის ირისი და ა.შ

Art Transfer-ის გამოყენება მარტივია: უნდა შეარჩიოთ თქვენ მიერ გადაღებული ფოტო ან ამ ფოტოს კონკრეტული ნაწილი, რომელსაც შემდგომ პლატფორმა ცნობილი მხატვრის ნამუშევრად აქცევს. ხოლო მანამ, სანამ ფოტო ნამუშევრად გარდაიქმნება, აპლიკაცია ამ მხატვრის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით.

https://www.instagram.com/p/CANL_L1DqKV/

https://www.instagram.com/p/CANuUQ8IFCi/?utm_source=ig_embed

Facebook-ის თანამშრომლები პანდემიის შემდეგაც დისტანციურად იმუშავებენ

ყველა ერთად ვართ! – The Beatles-ის ქოვერი Facebook-ის რეკლამაში