in

Google Assistant დაკარგული iPhone-ის პოვნაში დაგეხმარებათ!

“Hey Google, იპოვე ჩემი მობილური”!

veon
veon

Google-მა გუშინ ახალი ავტომატიზაციისა და Google ასისტენტის ვებ-მახასიათებლების შესახებ ისაუბრა. როგორც ჩანს, კომპანიამ ძირითადი აქცენტი Apple-ის მომხმარებლებზე გააკეთა. 

ანდროიდის მომხმარებლებს უკვე დიდი ხანია, Google ასისტენტის გამოყენება იმისთვისაც კი შეუძლიათ, რომ სმარტფონის დაკარგვის შემდეგ მოწყობილობას მისი დახმარებით მიაგნონ. ახლა კი, ეს შესაძლებლობა iPhone-ის მომხმარებლებსაც ეძლევათ. ამისათვის საჭიროა, Google Home აპლიკაციის გადმოწერა და ასისტენტის ჩართული დინამიკი. 

“Hey Google, იპოვე ჩემი მობილური” – ეს ის მაგიური სიტყვებია, რომლის თქმის შემდეგაც აპლიკაცია სმარტფონის ადგილმდებარეობას “განგაშის ხმით” შეგატყობინებთ. რაც მთავარია, ეს ნებისმიერი რეჟიმის დროს მოქმედებს, იქნება ეს “არ შემაწუხოთ” თუ ჩუმი რეჟიმი. 

ასევე, დამატებით ფუნქციებში შედის “ასისტენტის რუტინები”, რომლებიც მრავალჯერადი მოქმედებების შესრულებას ერთჯერად ბრძანებამდე დაიყვანს.

Forbes: „ბარსელონა“ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბია

The Body Shop-მა ახალი, საზაფხულო კოლექცია გამოუშვა