in

Google Assistant-ს თასმების შეკვრა შეუძლია, თუ Nike Adapts გაცვიათ [ვიდეო]

Google-მა გუშინ Google Assistant-ის განახლებები წარადგინა, რომლის თანახმადაც Android აპლიკაციების ხმოვანი ასისტენტის დახმარებით მართვა უფრო გაგიადვილდებათ. გარდა ამისა, კომპანიამ წარადგინა საკმაოდ უცნაური ფუნქცია – ამიერიდან, Google Assistant-ს შეუძლია თასმები შეგიკრათ, ან შეგიხსნათ, თუმცა, ეს კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ Nike Adapts გაცვიათ.

როგორც უკვე ვთქვით, ეს ფუნქცია განახლების ნაწილია და ახალი აპლიკაციების პოვნა Google Assistant-ის პარამეტრებში, ან “Hey Google, my shortcuts”-ის თქმით შეგიძლიათ. ასე ნახავთ დაინსტალირებული აპლიკაციების შორთქათებს, რომელთა შორისაც Nike Adapt იქნება, თუ ამ სპორტული ფეხსაცმლის მომხმარებელი ხართ. ხმოვანი ასისტენტის დახმარებით, შეძლებთ ხმოვანი ბრძანების საფუძველზე, იმდენი პროცენტით შეკრათ, ან შეიხსნათ თასმები, რამდენითაც თქვენთვის მოსახერხებელია.

აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ ფუნქციის გამოყენებას ნებისმიერი ისეთი ფეხსაცმლის შემთხვევაში შეძლებთ, რომელიც სმარტფონიდან, სპეციალური აპლიკაციის დახმარებით, Nike Adapt-ის მსგავსად კონტროლდება.

„ფოსტალონს“ ახალი ბრენდინგი აქვს

„ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ – ახალი საბავშვო წიგნი კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში