26
Feb
2019

Google Assistant ანდროიდის მესიჯებში

26 Feb 2019

Google ცდილობს, მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთოს. კომპანიამ, ანდროიდის მესიჯებში Google Assistant-ის ინტეგრირებაზე უკვე იზრუნა.

Google-ში ამბობენ, რომ Allo-ს აპლიკაციისგან განსხვავებით, ახლა მესენჯერში, ზუსტად ისეთი სრულყოფილი სერვისის მიღებაა შესაძლებელი, როგორც ჩვეულებრივი Google Assistant-ით. მათ Allo-ს ხარვეზებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მესიჯებში ინტეგრირებული ასისტენტით, მომხმარებელი, მისთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე, ბევრად ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს.

განხილვა