My Storytime – ასე ჰქვია ახალ პლატფორმას, რომელიც Google Assistant-ს უკავშირდება და რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ მოუყვეთ ზღაპარს თქვენს შვილებს, იმ შემთხვევაშიც, თუ მივლინებაში ხართ. ამისათვის საკმარისია მიმართონ მათ ასისტენტს წინადადებით: “Hey Google, tap to my storytime”.
Google-ის თქმით, მსგავსი სისტემის ასისტენტთან ინტეგრირების საჭიროება დასაქმებული მშობლების ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე დადგა. ისინინ ფიზიკურად ვერ ატარებენ საკმარის დროს შვილებთან, თუმცა, ტექნოლოგიას ამ მოცემულობის შემსუბუქება შეუძლია. აღსანიშნავია, რომ გარდა ზღაპრებისა, სისტემაში შეგვიძლია ნებისმიერი ტიპის ამბავი, ჩვენი ხმით ჩავწეროთ. ენასაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს. პლატფორმაზე ატვირთული ნებისმიერი აუდიოფაილის მოსმენა, Google Assistant-ის დახმარებით, შესაძლებელია.











