იანვარში, Google-მა ღონისძიება CES-ზე Google Asssistant-ის ახალი ფუნქცია დააანსა და ის, გლობალურად, უკვე ამოქმედდა. ამიერიდან, Google Assistant ნებისმიერი ვებგვერდიდან ტექსტს წაგიკითხავთ. ფუნქვია 42 ენაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა, ამ ენების ჩამონათვალში, ჯერჯერობით, ვერ ვხვდებით ქართულს. ფუნქციის ასამუშავებლად Google Assistant-თან კომუნიკაცია უნდა დაიწყოთ შემდეგნაირად: “Hey Google, read it”. ხმოვანი ასისტენტის მიერ ტექსტის წაკითხვის პარალელურად, ეკრანზე მის მიერ წაკითხულ სიტყვებს ხაზი გაესმება. შეგიძლიათ ასისტენტს სტატიის უფრო სწრაფად, ან უფრო ნელა და გასაგებად წაკითხვაც თხოვოთ.
ფუნქცია, ერთი მხრივ, უმნიშვნელოვანესია უსინათლოებისთვის, ან პატარა ეკრანზე კითხვის სირთულეების მქონე ადამიანებისთვის.