10
Jan
2019

Google ასისტენტი, როგორც სინქრონული მთარგმნელი

10 Jan 2019

Google ასისტენტის მიერ სინქრონული თარგმნა სულ მალე რეალობა გახდება. მას “თარჯიმნის რეჟიმი” დაემატება, რომლის მეშვეობითაც, შეძლებს 27 ენაზე თარგმნოს დიალოგი. ამისათვის საჭიროა, უთხრათ გუგლს შემდეგი სიტყვები:  “Hey, Google, help me speak French,” ან “Hey, Google, be my French interpreter,” ამის შემდეგ, იგი ეკრანზე აჩვენებს გადათარგმნილ სიტყვებს, რომელსაც თქვენ მშობლიურ ენაზე ამბობთ, ანალოგიურად მოხდება იმ ადამიანის შემთხვევაშიც, რომელსაც ესაუბრებით.

mBank QR
mBank QR
თუმცა, მისგან ზუსტ და გამართულ თარგმანს, რასაკვირველია, არ უნდა მოველოდეთ. დიდი შანსია იმისა, რომ Google ასისტენტს თქვენ მიერ ნათქვამი ზოგი წინადადება გამორჩეს ან უბრალოდ ვერ გაიგოს. შესაბამისად, გრძელი დიალოგებისთვის მისი გამოყენება მაინც და მაინც სარგებლიანი ვერ იქნება. აღსანიშნავია, რომ გუგლ ასისტენტის ამ შესაძლებლობით, პირველები Google Home Hub-ის მომხმარებლები ისარგებლებენ და მის საპილოტე ვერსიას მომდევნო კვირის დასაწყისში გამოცდიან.
წყარო: www.theverge.com

განხილვა