20
Nov
2019

აუდიო „ნიუს ფიდი“ – Google Assistant-ს ახალი ფუნქცია დაემატა

20 Nov 2019

veon
veon


Google Assistant-ს ახალი ფუნქცია – Your News Update აქვს, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია ვთქვათ – Hey Google, play me the news და სპეციალური ალგორითმი, სხვადასხვა კატეგორიის ახალ ამბავს მოგვიყვება. აუდიო ნიუს ფიდის, იგივე აუდიო სიახლეების ზოლი იმავე პრინციპით იმუშავებს, როგორითაც Facebook-ის, ან Google-ის ნიუს ფიდი მუშაობს.

აღსანიშნავია ამ სიახლის მნიშვნელობა, მაშინ, როცა მსოფლიო აუდიოკონტენტს სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობს. მულტიტასკინგის საჭიროებიდან გამომდინარე, ინფორმაციის აუდიო რეჟიმში მოსმენა არაერთი ადამიანისთვის იქცა ყოველდღიურ ქცევად. სულ უფრო აქტუალური ხდება პოდკასტები. შესაბამისად, Google-ის ეს ნაბიჯი საკმაოდ დროულად შეგვიძლია ჩავთვალოთ. თუმცა, Google Assistant-ის ახალი ფუნქცია მნიშვნელოვნად განსხვავდება პოდკასტებისგან და სიახლეების მოკლედ გაცნობას ისახავს მიზნად (და არა მათ ანალიზს). ეს არის სიახლეების პერსონალიზებული აუდიო ნიუს ფიდი.

ალგორითმი, სიახლეების შემოსათავაზებლად გამოიყენებს ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის ისტორიისა თუ ინტერესების შესახებ. რაც შეეხება კონტენტს, Google-ს უკვე აქვს ლიცენზირებული აუდიო სხვადასხვა მედიისგან, მათ შორისაა: ABC, CheddarThe Associated Press, CNN, Fox News Radio, PBS, Reuters, WYNC.

ამ ეტაპზე, სიახლე ხელმისაწვდომია დიდ ბრიტანეთში, მომავალი წლიდან კი, მის გამოყენებას გლობალურად შევძლებთ.

 

განხილვა