ხელოვნური ინტელექტისა და სხვა საძიებო სისტემების კვალდაკვალ, Google გვიმტკიცებს, რომ უპირატესობა არ დაუკარგავს და ChatGPT-ის დასამარცხებლად Bard-ის ჩეტბოტის გაშვებას იწყებს. ეს სისტემაც უპასუხებს თქვენს კითხვებს და თითქმის წარმოუდგენელ პასუხებსაც შემოგთავაზებთ, რაც ხშირად შეიძლება, ჩვენი ენის მსგავსი იყოს. მაგალითად, თუ მას ჰკითხავთ აქტივობებს ბოულინგით დაინტერესებული ბავშვებისთვის, 20 წიგნს შემოგთავაზებთ…
საინტერესოა ისიც, რომ ჩეტბოტი როგორც გუგლის ვებგვერდიდან, ისე მათ ძიებაში იქნება ხელმისაწვდომი. ყოველ ჯერზე კი როცა კითხვას დაუსვამთ, 3 პასუხს შემოგთავაზებთ. პასუხის ქვეშ ვებგვერდის ლინკსაც იპოვით და მეტიც, მათზე უკუკავშირის გაგზავნაც შეგეძლებათ — Google მოწონება/არმოწონების ღილაკის გაგზავნას ან უფრო ვრცელი კომენტარის დაწერის საშუალებას გაძლევთ.
თუ ბარდის ავტორებს დავეყრდნობით, ჩეტბოტი ძალიან სასარგებლოა ახალი იდეებისა თუ ტექსტების გენერირებისთვის. თუმცა კონკრეტული საკითხის გარდა, Bard ChatGPT-ის იმითაც ჰგავს, რომ ხანდახან რაღაცებს „ურევს“. როგორც ამბობენ, მან სახლის მცენარე არასწორად დაასახელა… მართალია, ჩეტბოტი ჯერ სატესტო რეჟიმში იყო ჩაშვებული, სადაც შეიძლებოდა მსგავს შეცდომებზე სწავლა, მაგრამ დღეს, როცა იგი უკვე საჯაროდ, ამერიკისა და გაერთიანებული სამეფოს მცხოვრებლებისთვის არის ხელმისაწვდომი, გვეუბნებიან, რომ ხარვეზებისგან დაზღვეული მაინც არ ვართ…
Google-ის AI მკვლევრებმა ChatGPT-მდე რამდენიმე ინოვაცია შემოგვთავაზეს, რომლებმაც სწორედ ამ ჩეტბოტამდე მიგვიყვანა. ეს მოიცავს ტრანსფორმერის სახელით ცნობილ მანქანური სწავლების ალგორითმს, რომელიც ChatGPT-ის მიღმა არსებული ენობრივი მოდელის შესაქმნელად გამოიყენებოდა. ამ ტექნოლოგიებით აგებული ჩეტბოტი გუგლმა ჯერ კიდევ 2020 წელს შექმნა, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინა. საზოგადოებაში იმის გაჟღერებამ, რომ ჩეტბოტი შეიძლებოდა მგრძნობიარე ყოფილიყო, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და თუ დღეს Bard-ს დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ამ ფაქტმა მას მეტ რისკზე წასვლისკენაც უბიძგა.
მაგრამ რატომ ჩაუშვა ტექნოლოგიების გიგანტმა ჩეტბოტი, რომელიც ჯერ კიდევ „რაღაც“ შეცდომებს უშვებს?
„ადამიანთა უკუკავშირი ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაწილია იმისა, თუ რატომ ვუშვებთ Bard-ს. გვინდა, იმის მიღმაც გავაფართოოთ, რაც უკვე გავაკეთეთ“, — პასუხობს ელი კოლინსი, Google-ის კვლევის ვიცე პრეზიდენტი.
ალბათ, თუ Bard ბევრ შეცდომას დაუშვებს, არსებობს რისკი, რომ გუგლი რეპუტაციულად დაზარალდება — შესაძლოა, ადამიანებმა მის მიმართ ნდობაც დაკარგონ, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ის საკმაოდ აზარტულია… თუმცა ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ტექნოლოგიების განვითარებისა და კომერციალიზაციისთვის მსოფლიოს გიგანტებს შორის ბრძოლა გრძელდება — Google-ის ახალი ჩეტბოტის ჩაშვებამდე, ჩვენ MIcrosoft-ის Bing ვნახეთ, სულ ახლახან კი ამას GPT-4-იც მოჰყვა, რითაც Bard-ის ავტორი Palm-ის უფრო ძლიერი ენობრივი მოდელის შექმნას აპირებს…