28
Oct
2019

Google-ის საძიებო სისტემა შეიცვალა – რა არის BERT და როგორ გამოვიყენოთ ის

28 Oct 2019

veon
veon


Google-მა ახალი საძიებო ალგორითმის გამოყენება დაიწყო, რომელიც უკეთ გაიგებს თქვენი საძიებო მოთხოვნის შინაარსს. ახალ ალგორითმს BERT (Bidirectional Encoder Representations from Transformers) ჰქვია და ის აანალიზებს საძიებო ველში ჩაწერილ სიტყვებს, წინადადებებს, სიტყვათა შეთანხმებებსა თუ დამხმარე სიტყვებს. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ Google ადრე ცალკეული სიტყვების მიხედვით ხდიდა შესაძლებელს ძიებას, ახლა ამას წინადადებების დონეზე გააკეთებს. 

ოფიციალურ ბლოგში, Google Search-ის ვიცე-პრეზიდენტი პანდუ ნაიაკი ამბობს, რომ 15 წლიანმა გამოცდილებამ რაც აჩვენა, არის ადამიანთა ცნობისმოყვარეობის უსაზღვროობა. კომპანიაში, ყოველდღიურად, მილიარდობით ძიება ფიქსირდება და შეუძლებელია გვქონდეს მოლოდინი, თითოეულმა ადამიანმა ერთნაირი სიტყვათა შეთანხმებით, არტიკლებისა თუ კავშირების გამოყენებით მოიძიოს ინფორმაცია. ამიტომაც, მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, საჭირო გახდა ისეთი ალგორითმის შემუშავება, რომელიც თითოეულ განსაკუთრებულ შემთხვევაში, გააანალიზებდა მაძიებლის „წერის/ძიების სტილს“ და მისცემდა მას რელევანტურ ინფორმაციას, მიუხედავად საძიებო ველში ჩაწერილი წინადადების გრამატიკული სიზუსტისა.

Google-მა BERT-ს ბოლო 5 წლის განმავლობაში და ზოგადად, საძიებო სისტემის ისტორიაში ყველაზე „დიდი გარღვევა“ უწოდა. პირველ ეტაპზე, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებას მხოლოდ ინგლისურ ენაზე ძიებისას შევძლებთ, თუმცა, ალგორითმი მალე სხვა ენებსაც „ისწავლის“.

განხილვა