in

Google-ის ბილბორდი Apple-ს პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს — რას ეხება ის?

საიდუმლო არ არის, რომ Google-მა არაერთხელ სცადა Apple-ის დარწმუნება, შეტყობინებების ნაგულისხმევ აპლიკაციაში Rich Communication Services (RCS) დაენერგა. ამისათვის გასული წლის აგვისტოში კომპანიამ სპეციალური ვებგვერდიც კი შექმნა, თუმცა ეფლი iMessage-ისა და სტანდარტული SMS-ების მიწოდებას განაგრძობდა.

ვინც არ იცის RCS-ის შესახებ, ეს არის SMS სისტემის განახლებული ვერსია, რომელიც მომხმარებლებს უფრო მრავალფეროვან ფუნქციებს სთავაზობს — მაგალითად, მაღალი ხარისხის ვიდეოების გაგზავნა და შეტყობინების წაკითხვის ინფორმაციის გაგზავნა.

მრავალი მცდელობის შემდეგ, Google კიდევ ერთხელ, საჯაროდ მოუწოდებს ეფლს ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ. ამჯერად ინიციატივას მთელი ბილბორდი დაეთმო ლას-ვეგასში. “The ball may have dropped on 2022, but you don’t have to drop the ball on fixing your pixelated photos and videos”.

გუგლის სპიკერმა განაცხადა, რომ ანიმაციური ბილბორდი ანდროიდის ვალდებულების დემონსტრაციაა, უზრუნველყოს მოწყობილობის უფრო მაღალი თავსებადობა და გაუმჯობესებული შეტყობინებები, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ოპერაციულ სისტემას იყენებს მომხმარებელი.

ჯერჯერობით უცნობია, რა რეაგირება ექნება Apple-ს ამ „დარტყმაზე“ — მტკიცედ შეინარჩუნებს საკუთარ პოზიციას თუ შეტყობინებების სერვისს ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს დაუკავშირებს. სავარაუდოდ, ტიმ კუკი უბრალოდ იტყვის, რომ ვისაც პიქსელირებული ფოტოები და უხარისხო ვიდეოები მისდის, iPhone იყიდოს.

Sony PlayStation 5-ის კონტროლერის ინკლუზიურ დიზაინს გვთავაზობს

ასეთია Acer-ის მასშტაბური ხედვა 2023 წლისთვის!