in

Google-ს ბიზნეს აპლიკაციებს საქართველოში ოფიციალური რისეილერი გაავრცელებს

ვალორანის ლოგო

Valoran LOGOკომპანია ”Valoran”-ი საქართველოში ”Google”-ს ბიზნეს აპლიკაციების ოფიციალური ”რისეილერი” გახდა. მომსახურება Gmail, Google Talk, Google Calendar, Google Docs, Google Sites და Google Video-ს სერვისის დანერგვას, კონსულტაციას და განვითარებას, ადმინისტრაციულ ტრენინგს და ტექნიკურ მხარდჭერას გულისხმობს.

კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ნინო პაჭკორია ამბობს რომ, მოლაპარაკება  Google-თან, დაახლოებით, ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა.

”ეს არის საერთაშორისო ჰოლდინგი, რომელიც, მსოფლიოს მასშტაბით, 7 სხვადასხვა კომპანიას აერთიანებს. ყველა ქვეყანაში ამ კომპანიებს სხვადასხვა ფუნქციები აქვს. საქართველოში, ვებ მომსახურების კუთხით ვმუშაობთ. ბაზარზე, დაახლოებით, ერთი წელია ვართ. საქართველოში რისეილერობა გულისხმობს იმას, რომ ”Google” გვაძლევს დომენს. ამ უნიკალური დომენის ქვეშ ხდება რამდენიმე დოკუმენტის გაერთიანება”.

Valoran”-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ მომსახურების გაწევა შეუძლიათ, როგორც მცირე, ასევე ისეთი ორგანიზაციებისთვის, სადაც, თუნდაც 700 კაცია დასაქმებული. არის სხვადასხვა პაკეტები და, შესაბამისად, მათი ღირებულებებიც განსხვავებულია. აქვთ სპეციალური ფასდაკლებებიც.

”ჩვენი მომსახურება მოიცავს ამ აპლიკაციების დაყენებას, მის განვითარებას, მენეჯმენტის გადამზადებას, თუ როგორ მართონ ეს ყველაფერი ელექტრონულ სისტემაში. ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, უკვე სამუშაო პროცესში წარმოქმნილ შეფერხებებს ვგულისხმობ, ჩვენი წარმომადგენელი ადგილზე გადაუჭრის ამ პრობლემას”- ამბობს ნინო პაჭკორია.

 “Valoran”-ის წარმომადგენლები თვლიან, რომ Google-ს აპლიკაციების გამოყენებით კომპანიის მენეჯმენტი დაზოგავს დროს და თანამშრომლების პროდუქტიულობას გაზრდის. მათი თქმით, ამ მომსახურებით, თითოეული ადამიანი 40%-ით ნაკლებ დროს დახარჯავს საბუთების შედგენაზე, რამდენიმე მათგანს ერთად აქვს მუშაობის და მართვის საშუალება.

“მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით საქართველო მეშვიდე ადგილზეა ბიზნესის წამოწყების თვალსაზრისით. Google-ის აპლიკაციები ბიზნესისთვის ეხმარება კომპანიებს ბიუჯეტის დაზოგვასთან ერთად გაზარდოს საქმიანობის ეფექტურობა და პროდუქტიულობა. ეს პროგრამა დაგვეხმარება მივაწოდოთ Google-ის აპლიკაციები ბიზნესს და სხვადასხვა ინდუსტრიებს, საქმიანობის უკეთესად გასავითარებლად ” – ამბობს Valoran-ის დირექტორი სინა ღაზი.

Hyundai ზომბების წინააღმდეგ

ქილების ევოლუცია