in

მალე Google Calendar-ში Gemini-სთან საუბარს შეძლებთ

M2

გუგლი კალენდარში ახალ AI Gemini-ის ჩანართს ტესტავს, რომელიც მომხმარებლებისთვის განრიგის შემოწმების, ივენთის შექმნისა და დეტალებში ჩახედვის პროცესს ააჩქარებს. ფუნქცია ამ ეტაპზე ექსპერიმენტის ფაზაშია და მასზე წვდომას Google Workspace Labs-იდან მიიღებთ. 

შემდეგ Ask Gemini-ზე უნდა დააკლიკოთ, რომელიც Google Calendar-ის ზედა მარჯვენა კუთხეში შეგხვდებათ. აქ კი უკვე სასურველი მითითება შეგიძლიათ, ჩაწეროთ ან არსებულებიდან აირჩიოთ, მაგალითად: Add a lunch event, Find the next meeting… თუ შემოთავაზებულ ვარიანტებში სასურველს ვერ იპოვით, More suggestions-ის არჩევის შესაძლებლობაც გაქვთ. 

ის, რაც გუგლის ახალ ფუნქციას გამორჩეულს ხდის, Gemini-სთან არაფორმალურად საუბრის შესაძლებლობაა. პირდაპირ შეგიძლიათ ჰკითხოთ — როდის მაქვს შემდეგი შეხვედრა ანასთან? რამდენი შეხვედრა მაქვს ორშაბათს? დაამატე ვარჯიში ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს საღამოს 6 საათზე… — რაღა თქმა უნდა, ამ კითხვებსა თუ მოთხოვნებზე მიღებული პასუხები პროცესს გაამარტივებს და მეტად სწრაფ ნავიგაციაშიც დაგეხმარებათ.

შეგახსენებთ, რომ Google Calendar უკვე ხელმისაწვდომია Gmail-ზე, Google Drive-ზე, Docs-ზე, Sheets-ზე, Slides-სა და Chat-ზე. თუმცა, როდის ჩაეშვება ახალი ფუნქცია ყველა მომხმარებლისთვის, ეს ჯერ უცნობია…

Admixer Advertising ექსკლუზიური ვებინარი მარკეტერებისთვის – Google Analytics 360

ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი Lenovo Yoga სერიის ინოვაციური ლეპტოპები