in

რა სიახლეებზე ისაუბრა Google-მა CES 2024-ზე?

veon
veon

გუშინ უკვე მოგიყევით იმის შესახებ, რაც CES 2024-ზე გაჟღერდა, თუმცა რადგან ღონისძიება კიდევ რამდენიმე დღე გრძელდება, უფრო მეტ სიახლეს გაგაცნობთ. ამ ეტაპისთვის Google გვიზიარებს იმას, რაც CES 2024-ზე განაცხადა, ანუ განახლებებზე, რომლებიც ტელეფონს, ლეპტოპს, Bluetooth აქსესუარებს, ტელევიზორს, სახლის ჭკვიან მოწყობილებებსა და მანქანებს შეეხება. 

ახალი გზა ფაილების გასაზიარებლად

სურათების, დოკუმენტებისა თუ ტექსტების გაზიარება მოწყობილობებს შორის მეტად მარტივი, სწრაფი და მოსახერხებელი გახდება. ეს ყველაფერი კი Samsung-თან კოლაბორაციის ფარგლებში. უბრალოდ ახალ Quick Share-ის ნიშნულს უნდა დააკლიკოთ, რის შემდგომაც თქვენთან ახლოს მყოფ მოწყობილობებს დაინახავთ. თუმცა თქვენს კონფიდენციალობაზე კონტროლსაც შეინარჩუნებთ — თავადვე აირჩევთ ტელეფონის პარამეტრებიდან, თუ ვის შეუძლია იპოვოს თქვენი მოწყობილობა და გამოგიგზავნოთ ფაილები, იქნება ეს ყველა ადამიანი, მხოლოდ თქვენი კონტაქტები თუ მოწყობილობები. Quick Share მომდევნო თვიდან გახდება ხელმისაწვდომი. 

Fast Pair მოწყობილობების სწრაფად დაკავშირებას გთავაზობთ

როცა ახალ ყურსასმენებს ხსნით, უბრალოდ გსურთ, სწრაფად დაუკავშიროთ იგი თქვენს მოწყობილობებს… Fast Pair კი ახლა სწორედ ამაში დაგეხმარებათ. დაუყოვნებლივ დაუკავშირებს თქვენს Bluetooth-ის აქსესუარებს თქვენსავე მოწყობილობებს, როგორც ანდროიდზე, ისე Chromebook-ზე. მას მომდევნო თვეში Google TV-შიც იხილავთ…

Chromecast უფრო მეტ აპლიკაციასა და მოწყობილობაში

დღეიდან TikTok-ის კონტენტის გაშვებას თქვენი ტელეფონიდან იმ მოწყობილობებში შეძლებთ, რომლებშიც Chromecast-ია ჩაშენებული. მათ შორის კი მალე 2024 LG TV იქნება, ასევე Google TV-ის მოწყობილობები, უახლესი 2024 Hisense ULED, ULED X Series, TCL Q Class და TCL QM7, რომლებზეც გუგლმა CES 2024-ზე ისაუბრა.

ხოლო იმის გამო, რომ მუსიკებისა და პოდკასტების მოსმენა Spotify-სა თუ YouTube Music-ზე მომხმარებლებს ძალიან უყვართ, ფუნქციას წელს Pixel-ის ტელეფონსა და ტაბლეტსაც დაამატებენ.

Matter მოწყობილობებს შორის მეტ თავსებადობას შემოგთავაზებთ

გუგლმაც იცის, რომ სახლებს სხვადასხვა ჭკვიან მოწყობილობას ვამატებთ, ამიტომ ახლა მათი ერთად შეუფერხებლად მუშაობა დიასახა მიზნად. ამას კი Matter-ით მოახერხებს. მომავალში LG TV, Google TV თუ სხვა Android TV OS მოწყობილობები Google Home-ის ჰაბად იქცევა. ამგვარად, თუ Nest Hub, Nest Mini ან Compatible TV გაქვთ, Matter-ის მოწყობილობის დამატებას თქვენი სახლის ქსელში და მათ კონტროლს Google Home-ის აპლიკაციიდან მარტივად შეძლებთ. 

Google-ის აპლიკაციები და სერვისები უფრო მეტ მანქანაში

Android Auto-შიც მნიშვნელოვანი განახლებებია. მომდევნო თვეებში Ford Mustang Mach-E-ისა და F-150 Lightning-ისთვის გახდება ხელმისაწვდომი, რასაც მოჰყვება ელექტრო მანქანები, რომლებიც თავსებადი იქნება Android Auto-სთან და Google Maps-ით ბატარეის ინფორმაციის გაზიარებას რეალურ დროში შეძლებს. როგორც აცხადებენ, ეს ელექტრო მანქანების მძღოლებისთვის მის მართვას გაამარტივებს, შესთავაზებს დასამუხტ სადგურებს და გამოთვლის, რამდენი დრო დასჭირდება ბატარეის დასატენად. 

ისეთ ტოპ ბრენდებშიც შეხვდებით, როგორებიცაა Nissan, Lincoln და იმ მანქანებში, რომლებშიც ჩაშენებულია Google Maps, Google Assistant და სხვა აპლიკაციები. მაგალითად, თუ ტელეფონით სამოგზაურო მარშრუტს დაგეგმავთ, ეს შეგიძლიათ პირდაპირ მანქანის ეკრანზე აჩვენოთ. ხოლო, როცა დააპარკინგებთ, ჩვეულებრივ მოახერხებთ PBS KIDS-იდან და Crunchyroll-იდან შოუების ყურებას. 

როგორ იქცა Converse მოდური სპორტული ფეხსაცმლის სიმბოლოდ

როგორ სახლებში ვიცხოვრებთ 2030 წელს? — Ikea-ს 3 კონცეფცია