18
Oct
2018

გუგლის საძიებო სისტემის პერსპექტივა ჩინეთში

18 Oct 2018

ჯერ კიდევ ზაფხულში გავრცელდა ცნობა, რომ გუგლი ჩინეთის მთავრობის მკაცრი რეგულაციების გათვალისწინებით ქმნის საძიებო სისტემას. „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, რამდენიმე დღის წინ, საჯარო გახდა გუგლის აღმასრულებელი დირექტორის წერილი, რომელშიც იგი ახალი საძიებო სისტემის დადებით მხარეებზე საუბრობს. პროექტის მხარდამჭერების თქმით, ახალი საძიებო სისტემა ჩინეთის მოსახლეობას ინფორმაციაზე წვდომას გაუადვილებს, თუმცა ჩინეთის მთავრობის მკაცრი რეგულაციების გათვალისწინებით, ეს ძნელად სავარაუდოა. ჩინეთში ინტერნეტი ძალიან მკაცრი ცენზურის ქვეშაა. 2010 წელს გუგლმა იქ ფუნქციონირება შეწყვიტა. კომპანია აცხადებდა, რომ მათთვის ადამიანების უსაფრთხოება და პირადი თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩინეთის ბაზრის ფინანსური სარგებელი.

ინფორმაციას, ახალი საძიებო სისტემის თაობაზე „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

განხილვა