4
Sep
2018

Google Chrome 10 წლისაა!

4 Sep 2018

veon
veon


წელს, Google Chrome 10 წლის გახდა. არა და, როცა ახალი მოთამაშე გამოჩნდა, უკვე არსებობდა საკმაოდ პოპულარული ვებ ბრაუზერები: Internet Explorer, Safari, Firefox და Opera. შესაბამისად, ბაზარზე დიდი კონკურენცია იყო.

მაგრამ თუ Chrome-ის განვითარების ისტორიას და დღევანდელ ვითარებას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მხოლოდ ძლიერი კონკურენტი კი არ აღმოჩნდა, მისი გამოსვლის შემდეგ, ზოგიერთმა ბრაუზერმა აქტუალობა საერთოდ დაკარგა.

Google Chrome 2008 წლის 2 სექტემბერს შეიქმნა. ბრაუზერი, თავდაპირველად, მხოლოდ Microsoft Windows-ისთვის იყო ხელმისაწვდომი, მოგვიანებით კი Linux-ის, macOS-ის, iOS-ისა და Android-ის სისტემებზეც გადაიტანეს.

განხილვა