ამასობაში გუგლმა Chrome-ის განახლება გადაწყვიტა, რათა მომხმარებლებისთვის გამოცდილება კიდევ უფრო გაამარტივოს. არ აქვს მნიშვნელობა, Desktop-ს იყენებთ, iOS-ს თუ Android-ს, Chrome-ის მიზანია ვებგვერდების თვალიერება შეუფერხებელ გამოცდილებად აქციოს. მართალია, პროცესი გამარტივდება, თუმცა თქვენს ჯგუფურ ჩანართებზე თვალყურის დევნება და გვერდების შეთავაზებების მიღება მოწყობილობებს შორის იმას ნიშნავს, რომ Google Chrome აკვირდება, რას და როდის ნახულობთ… თუმცა ამაზე საუბარი ძალიანაც რომ არ გაგვიგრძელდეს, მოდით, ახალი ფუნქციების განხილვა დავიწყოთ:
1. ჩანართების ჯგუფები iOS-ისთვის
Desktop-ისა და Android-ის მომხმარებლებს ეს კი არ გაუკვირდებათ, თუმცა ახლა მათ რიცხვს iOS-იც ემატება — თუ iPhone-ით ან iPad-ით სარგებლობთ, თქვენი ჩანართების კონკრეტულ ჯგუფებში გაერთიანებას შეძლებთ. კიდევ უფრო პერსონალური თუ გსურთ, გახადოთ, სახელებიც თავად შეგიძლიათ, შეურჩიოთ და ფერებიც, რათა მეტად მარტივად ამოიცნოთ. ამისთვის, ცოტა დიდხანს დააჭირეთ ჩანართს, შემდგომ კი Add Tab to New Group აირჩიეთ.
2. ჩანართების ჯგუფები მოწყობილობებს შორის
Chrome შესაძლებლობას გაძლევთ, ჯგუფის ჩანართები iOS-ზე, Android-სა და Desktop-ზე შეინახოთ, რითაც იგი მოწყობილობებს შორის გადართვას შეუფერხებელ პროცესად აქცევს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, მაგალითად, რაღაც პროექტზე ინფორმაციების მოძიება ტელეფონით დაიწყოთ, შემდეგ კი კომპიუტერით გააგრძელოთ ისე, რომ ყველაფრის თავიდან დაწყებაც არ მოგიწიოთ.
3. ჩანართების შეთავაზებები
დაბოლოს, მესამე ახალი ფუნქცია უფრო ექსპერიმენტული ხასიათისაა. სრულად ჩაშვების ნაცვლად, სატესტო ფაზაში გვთავაზობენ. მოკლედ რომ გითხრათ, Chrome იმ გვერდებზე სტუმრობას გთავაზობთ, რომელშიც მანამდე იყავით, თანაც ზუსტად იმ ადგილიდან, სადაც დატოვეთ. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, სახლიდან მუშაობთ თუ ოფისიდან, Chrome რელევანტურ გვერდებს შემოგთავაზებთ…