in

Google Chrome-ის დესკტოპ ვერსიას ახალი ფუნქციები ემატება

Google-მა სულ ახლახან განაცხადა, რომ Chrome-ის დესკტოპ ვერსიას ახალ Gemini-ით გაძლიერებულ ფუნქციებს დაამატებს, რაც მოიცავს Lens-ს, Tab Compare-სა და ძიების ბუნებრივი ენის ინტეგრაციით გამარტივებას. ახლა კი თითოეულზე დეტალურად მოგიყვებით.

მართალია, Google Lens-ს უკვე იცნობენ Chrome-ის მობილური ვერსიის მომხმარებლები, მაგრამ ახლა ფუნქცია დესკტოპსაც დაემატება. თანაც იგი მომდევნო დღეებში ყველა მომხმარებლისთვის გახდება ხელმისაწვდომი. მას 3-წერტილიან მენიუსა და მისამართების ჩანართში იპოვით. დაწკაპუნების შემდეგ კი შეძლებთ, გვერდის სასურველი ნაწილი აირჩიოთ და დასვათ მეტი შეკითხვა, რათა სასურველი პასუხები მიიღოთ:

შეგიძლიათ, ობიექტებსაც დააკლიკოთ, მაგალითად ვიღაცის ზურგჩანთას სურათზე და იპოვოთ მსგავსი ფერის, ბრენდისა თუ სტილის ნივთები. იმის მიხედვით, თუ რა კითხვას დასვამთ, პასუხებში AI Overviews-საც მიიღებთ. თუ მაგალითად მცენარის ყიდვა გსურთ, იქვე იპოვით ინფორმაციას, რამდენად სჭირდება მას მზის სინათლე… 

ახალ ფუნქციებს შორისაა Tab Compare, რომელიც შოპინგის პროცესს მეტად კომფორტულს გახდის. მომდევნო კვირებში Chrome AI შეჯამებებს შემოგთავაზებთ იმ ნივთებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა ჩანართში ეძებდით — თუ Bluetooth სპიკერს ეძებთ, ფუნქცია ერთ სივრცეში გაჩვენებთ ისეთ დეტალებს, როგორებიცაა პროდუქტის მახასიათებლები, ფუნქციები, ფასი და შეფასებები. ამგვარად, აღარც ჩანართებს შორის გადართვა და ზედმეტი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ.

აქ ერთ-ერთ ყველაზე გამოსადეგ განახლებად ბუნებრივი ენით თქვენს ისტორიაში რაღაცების ძიების უნარი მიაჩნიათ. დიახ, ეს იმ შემთხვევებისთვისაა გამოსადეგი, როცა რაღაც დეტალები გახსოვთ, მაგრამ ზუსტად არ გახსენდებათ, რომელ გვერდს ესტუმრეთ. ამ პროცესში ხელოვნური ინტელექტიც ჩაერთვება, თუმცა ეს უკანასკნელი ჯერ მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ბუნებრივი ენით ძიება რომ ვახსენეთ, აქ მსგავს კითხვას მოვიაზრებთ — „რომელი იყო ის ნაყინის მაღაზია, რომელსაც გასულ კვირას ვეძებდი?“, პასუხად კი გუგლი ბმულს, სახელწოდებას და გვერდის კონტენტს შემოგთავაზებთ…

საკოლექციო ავტომობილების მოვლის ხელოვნება – გაგა კოხრეიძე „თეგეტა მოტორსის” კამპანიაში

ლიზა ღლონტმა უკრაინის AI ოლიმპიური ნაკრების კამპანიაზე იმუშავა