Google Chrome ბრაუზერის საწყისი გვერდის შეცვლას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ ხელსაწყოთი, რომელიც ცვლილებების პირდაპირ გვერდზე გაკეთების საშუალებას გაძლევთ…
თუ ადრე ამისთვის Customize Chrome-იდან ახალ ფანჯარაში გადადიოდით, ახლა საწყისი გვერდის გვერდით უბრალოდ პანელი გაიხსნება, სადაც შეგიძლიათ განსხვავებული თემატური ფონები, ფერები და სურათები აირჩიოთ. თანაც, აქ ცვლილებებს რეალურ დროში ნახავთ. მარტივად გაარკვევთ, უხდება თუ არა ზღვის ფონს სტაფილოსფერი ხაზები…
Chrome უამრავ ვარიანტს გთავაზობთ, რათა თქვენი ხასიათისა და განწყობის შესაბამისი დიზაინის პოვნაში დაგეხმაროთ. შეგიძლიათ აირჩიოთ დაწყებული ლანდშაფტის კატეგორიიდან, დამთავრებული ზღვის ხედებით. აქ ხელოვანთა ნამუშევრებსაც კი შეხვდებით, იქნება ეს Asian & Pacific Islander, Latino, Black თუ Native American და სხვა.
ხოლო თუ ფიქრობთ, რომ ერთი ფონი მალე მოგბეზრდებათ, შეგიძლიათ Refresh daily ვარიანტი აირჩიოთ, რომელიც შემდგომ სურათების ცვლის საშუალებას მოგცემთ. კარგი კი ის არის, რომ ლოდინი არ მოგიწევთ, ახალი ფუნქცია უკვე Chrome-ის უახლეს დესკტოპ ვერსიაზეა ხელმისაწვდომი.