ყველაზე პოპულარული ვებ ბრაუზერი ახალ ფუნქციებს იმისთვის ამატებს, რომ თქვენმა კომპიუტერმა შეფერხებების გარეშე იმუშაოს, მაშინაც კი, როცა ბევრი ფანჯარა გაქვთ გახსნილი ან თქვენი ელემენტი ჯდება… კონკრეტულად კი, მომდევნო კვირებში Chrome-ის მომხმარებლები წვდომას 2 ახალ ხელსაწყოზე მიიღებენ: Memory Saver და Energy Saver.
Memory Saver-ის ჩართვისას Chrome ავტომატურად გათიშავს იმ ჩანართებს, რომელთაც აქტიურად არ იყენებთ, შესაბამისად, ნაკლებ მეხსიერებასაც დაიკავებს და თქვენს კომპიუტერს მუშაობაშიც არ შეუშლის ხელს. უბრალოდ იმ ფანჯარაში დაბრუნებით, რომლის ისტორიაც შენახულია, თქვენ მის ავტომატურად გადატვირთვას შეძლებთ.
რაც შეეხება Energy Saver-ის ახალ ფუნქციას, ეს Chrome-ს თქვენს კომპიუტერს მაშინაც კი მოარგებს, როცა ბატარეა ნაკლებად დამუხტული გექნებათ. მაგალითად, თუ ბრაუზერს გამოიყენებთ მაშინ, როცა ბატარეის ხანგრძლივობა 20% ან უფრო ნაკლებია, Energy Saver ავტომატურად შეზღუდავს იმ აქტივობებს, სურათებისა და ვიდეოების ჩვენებას, რომლებსაც საჭიროდ აღარ ჩათვლის. სხვა თუ არაფერი, სულ მცირე, ეს დამტენის მოსაძებნად ცოტა დროს მაინც მოგცემთ.
დიახ, შესაძლოა, Google Chrome-ის ამ ორი ფუნქციიდან არცერთი იყოს ინოვაციური, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი საკმაოდ პრაქტიკულია…