in

Google-ის 10 რჩეული Chrome Extension 2025 წლისთვის

თავიდან კი გვეგონა, რომ ეს Chrome Extensions რეკლამების დასაბლოკად და ლინკების შესანახად იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ისე განვითარდა, რომ რეალურ დროში თარგმნა, ჩაწერა და რაღაცების შეჯამებაც კი შეუძლია… გუგლი ახლა მის ფავორიტ ათ ასეთ ხელსაწყოს გვაცნობს, პროდუქტიულობა, შემოქმედებითობა, სწავლა, შოპინგი თუ ხელოვნური ინტელექტი, აქ ყველაფერს შეხვდებით:

AI ბრაუზერის კომპანიონები

1. Monica: ChatGPT AI Assistant | DeepSeek, GPT-4o, Claude 3.5, o1 & More

Monica-ს ბრაუზერისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოქნილ AI კომპანიონად გვაცნობენ — მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეაჯამონ ვებგვერდები, შეადგინონ მეილები, გახსნან ჩატი PDF-ებში და დააგენერირონ სწრაფი პასუხები Chrome-შივე, რითაც განსაკუთრებით სასარგებლო ხდება კვლევაზე ორიენტირებული სამუშაო პროცესებისთვის. 

2. Sider: Chat with all AI: GPT-5, Claude, DeepSeek, Gemini, Grok

Sider ერთ გვერდზე მომუშავე ასისტენტია, რომელსაც კონტენტის გაანალიზება, გრძელი ტექსტების შეჯამება და პასუხების გენერირება შეუძლია, დამატებითი ხელსაწყოების გარეშე. 

3. HARPA AI | AI Automation Agent

HARPA AI ავტომატიზაციისა და ინტელექტის შერწყმაა, მშვიდად უმკლავდება ისეთ ამოცანებს, როგორებიცაა ვებგვერდების მონიტორინგი გარკვეული ცვლილებებისთვის, ფასებზე დაკვირვება თუ რუტინული ონლაინ ქმედებების ავტომატიზაცია.

4. QuillBot: AI Writing and Grammar Checker Tool

QuillBot წერაში დაგეხმარებათ, მისი ხელსაწყოები ფოკუსირდება პარაფრაზირებაზე, გრამატიკის შესწორებასა და ტონის შესაბამისობაზე. განსაკუთრებით პოპულარულია სტუდენტებში, მარკეტერებში და იმ ადამიანებში, რომლებიც განსხვავებულ წერის სტილს მიმართავენ ხოლმე. 

მუშაობისა და სწავლისთვის

5. Fireflies: AI meeting notes

Fireflies.ai თანამედროვე სამუშაო ცხოვრების ნაცნობ პრობლემას აგვარებს, შეხვედრებს, რომლებიც საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს იმისათვის, რომ ჩაწერა მოახერხოთ. ამგვარად, ვირტუალურ შეხვედრებს იწერს, ტრანსკრიფციას აკეთებს და აჯამებს, რაც მომხმარებელს შეხვედრაზე სრულად ფოკუსირების საშუალებას აძლევს.

6. Bluedot: AI notetaker & Meeting Recorder

Bluedot ვიდეოშეხვედრებსა და ასინქრონულ გაზიარებაზეა ფოკუსირებული, ვიდეოზარებს იწერს, შეჯამებებს აგენერირებს და გუნდებს საშუალებას აძლევს, მთავარ მომენტებს დაუბრუნდნენ ისე, რომ გრძელ ჩანაწერებში ძიება არ მოუწიოთ.

7. QuestionAI Homework Powered AI Assistant

QuestionAI ჩათვალეთ, რომ ბრაუზერში არსებული მასწავლებელია – კომპლექსურ პრობლემებსა და კონცეფციებს ხსნის, სწავლის მსურველებს შესაძლებლობას სთავაზობს, რთული მასალები ვებგვერდის დატოვების გარეშე დაამუშაონ.

8. eJOY AI Dictionary

eJOY ბრაუზერის გამოყენების პასიურ გამოცდილებას ენის სწავლის შესაძლებლობად აქცევს და საიტებზე სტუმრობისას ახალ სიტყვებს უსვამს ხაზს, თარგმანსაც გთავაზობთ და რეალური კონტექსტით ენის სწავლის შესაძლებლობასაც აძლიერებს.

შემოქმედებითობისთვის

9. Adobe Photoshop

Adobe Photoshop-ის Chrome extension უკვე სურათების რედაქტირების შესაძლებლობას აჩენს პირდაპირ ბრაუზერში. მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გააკეთონ სწრაფი ვიზუალური ცვლილებები ისე, რომ დესკტოპზე გადასვლა არ მოუწიოთ.

10. Phia: Best Price in One Click

Phia შოპინგზე ფოკუსირდება — ავტომატურად ადარებს სხვადასხვა საიტზე არსებულ ფასებს, ეხმარება მომხმარებლებს რუტინისგან გათავისუფლებაში და ერთი კლიკით საუკეთესო შეთავაზების პოვნაში.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე Chrome Web Store 100 000 Chrome extension-ს მასპინძლობს, რომლებიც სრულად გარდაქმნის და ამარტივებს ჩვენს ყოველდღიურობას…

სუხიშვილების გამოფენა „ტრიუმფის 80 წელი” გრძელდება – სუხიშვილების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში