in

Google Chrome-ს დისლექსიის მქონე ადამიანებისთვის ახალი ფუნქციები დაემატა

veon
veon

Google Chrome-ის ახალი „კითხვის რეჟიმი“ წინ გადადგმული ნაბიჯია დისლექსიის მქონე მომხმარებლებისთვის — მათ საშუალება ექნებათ, საკუთარ საჭიროებებზე მორგებული გამოცდილება მიიღონ.

აქვე შეგახსენებთ, რომ დისლექსია სწავლასთან დაკავშირებული უნარების დაქვეითებაა, რაც კითხვასა და მასალის ათვისებას ართულებს. ახალი ფუნქცია კი იმ ხელისშემშლელ ელემენტებზე ფოკუსირდება, რომლებიც კონცენტრაციას აფერხებს, როგორებიცაა ფოტოები და ვიდეოები. ამის გათვალისწინებით, ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს მხოლოდ ტექსტზე ფოკუსირებას. თანაც, შესაძლებელია ინდივიდუალურად მორგებული ფონების, ფერებისა და სიტყვებს შორის სასურველი ინტერვალის არჩევა — ზოგადად, დისლექსიის მქონე ადამიანებს ხშირად უფრო მეტად უადვილდებათ ისეთი წინადადებების წაკითხვა, რომლებშიც სიტყვები მეტადაა ერთმანეთისგან დაშორებული.

აღსანიშნავია, რომ Google Classroom-მაც წარადგინა რამდენიმე ახალი ფუნქცია სტუდენტებისა და ლექტორებისთვის. განახლებული Screencasting ინსტრუმენტი მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, გაკვეთილები და პრეზენტაციები ჩაიწერონ და Drive-ზე განათავსონ. ვინაიდან, ონლაინ გაკვეთილების თუ შეხვედრების კულტურა უკვე საფუძვლიანად დაინერგა, ეს საკმაოდ კომფორტული მახასიათებელი.

ამავდროულად, მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ინტერაქციული კითხვებისთვის YouTube-ის ვიდეოები გამოიყენონ. მთლიანობაში, Google-ის უახლესი განახლებები ისეთ მეთოდებს გვთავაზობს, რომლებიც ყველასთვის მიმზიდველია — მიუხედავად მათი სწავლის შესაძლებლობებისა, რაც კლასს უფრო ინკლუზიურ გარემოდ აქცევს.

Heinz-ის სახალისო კამპანია „ყალბი კეტჩუპის“ წინააღმდეგ

უოლტ დისნეის ახდენილი ოცნება და რთული გზა წარმატებამდე