in

Google Chrome-ში ძიების პროცესი უმჯობესდება

Briano.ai
Briano.ai

სულ ახლახან Google-მა განაცხადა, რომ Chrome-ში საძიებო გამოცდილებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები ძიებისას უფრო სასარგებლო შემოთავაზებებს იხილავენ. დიახ, აქ იმას ვგულისხმობთ საძიებო ველში თქვენთვის სასურველ სიტყვას რომ წერთ და ქვემოთ Google შესაბამის ვარიანტებს გაჩვენებთ. ახლა კი ამ ფუნქციის გაუმჯობესება იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტ დროს დაზოგავთ და ძიების პროცესსაც ააჩქარებთ. ასე Google-ს სურს, მათი გამოყენებით კიდევ უფრო უკეთ მოახერხოს თქვენი შთაგონება.

ახლა კი, როცა მომხმარებლები Chrome-ის დესკტოპ ვერსიაში ახალ ფანჯარას გახსნიან, საძიებო გრაფაში ნახავენ შემოთავაზებებს იმაზე დაფუძნებით, რასაც სხვა ადამიანები ეძებდნენ. მაგალითისთვის თუ რაიმე კონკრეტულ იტალიურ კერძს დაგუგლავთ, შეთავაზებებში სხვა კერძებიც შეგხვდებათ ამ სამზარეულოდან. ხან კი, როცა ზუსტად არც ჩვენ ვიცით, რისი პოვნა გვსურს, Google საძიებო სიტყვის შესაბამის სურათებს შემოგვთავაზებს, რათა სასურველი რამის პოვნაში დაგვეხმაროს. 

ხოლო თუ ბოჰემური სტილის მაგიდას მოძებნით, შემოთავაზებებში ბოჰემური სტილის მაგიდის გადასაფარებლებს, სანათებსა და სხვა მსგავს ნივთებს ამოგიგდებთ. ამგვარად, თქვენ კვლავ შეძლებთ თქვენთვის საინტერესო პროდუქტების მოძიებას მაშინაც კი, როცა ზუსტად არ იცით, რა გსურთ. ამ ფუნქციით სარგებლობას ცუდი ინტერნეტის შემთხვევაშიც შეძლებთ და Incognito Mode-ის დროსაც. განახლებები როგორც Android-ის, ისე iOS-ის მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 

#სადანროგორ გავერთოთ 1-3 მარტს — ღონისძიებების კალენდარი

როსტომ ტალახაძე – #პირველისამსახური