in

ნახეთ: Google Chrome-ის WebXR ექსპერიმენტები, რომლებიც დამატებით რეალობას იყენებს

დამატებითი რეალობის სამყარო პირდაპირ ჩვენს სმარტფონებში გადმოინაცვლებს

veon
veon

Google-ის ექსპერიმენტები, უმეტესწილად, საინტერესო პროექტებს წარმოადგენს. რამდენიმე თვის წინ, კომპანიამ ბილი აილიშის სიმღერის უსასრულო ვიდეო შექმნა, რისთვისაც ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოიყენა. ასევე, მკვლევრებმა შექმნეს აპლიკაცია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალებას აძლევს, მხოლოდ თვალებისა და სმარტფონის დახმარებით ისაუბრონ. ამჯერად, კომპანია WebXR-ის ენერგიას იყენებს, რათა დამატებითი რეალობის (AR) სამყარო პირდაპირ ჩვენს სმარტფონებში მოაქციოს.

WebXR-ის დახმარებით, შესაძლებელია, AR-სა და VR-ის გამოცდილების მიღება ყველასათვის მოსახერხებელი თუ ხელმისაწვდომი იყოს. Google-ის ოფიციალურ “იუთუბ არხზე” გამოქვეყნებულ ვიდეოში რამდენიმე საინტერესო ფუნქცია ჩანს, რომლებიც მეტი კომფორტის შექმნისკენაა მიმართული.

პირველი ფუნქცია Floom, რომელიც Google Chrome-ის მობილურ ვერსიას ემატება, დამატებით და ვირტუალურ რეალობას ეხება. თუ ოდესმე გიოცნებიათ, ერთი ადგილიდან მოულოდნელად სხვაგან, დედამიწის მეორე ნაწილში აღმოჩენილიყავით, ეს უკვე შესაძლებელია. Floom, თქვენი ადგილმდებარეობის მიხედვით შექმნის AR გვირაბს, რომელიც გაჩვენებთ, რა ხდება დედამიწის მეორე მხარეს. არა, მოწყობილობას არ შეუძლია, თავისი “მზერით” მთელი დედამიწა გაიაროს და რეალური დროის მოქმედება გვიჩვენოს.. არამედ. ეს გამოცდილება Google Maps-ს ეფუძნება.

შემდეგი ფუნქცია, სახელწოდებით, Measure Up დაგეხმარებათ, ნებისმიერი ობიექტის ზომა გაიგოთ. ეს საკმაოდ მარტივია – უბრალოდ, მონიშნეთ გასაზომი ობიექტი, ერთიდან მეორე წერტილამდე. ასევე, შეგიძლიათ, სამგანზომილებიანი გაზომვის ფუნქციაც გამოიყენოთ.

დაახლოებით ამის მსგავსია Sodar, პირდაპირი საზომი ინსტრუმენტი. აღნიშნული ფუნქცია, ვიზუალური გამოსახულების მეშვეობით, 2 მეტრიანი დისტანციის დაცვაში გეხმარებათ.

და ბოლოს, Picturescape, რომელიც თქვენს Google Photos ბიბლიოთეკას გამოიყენებს და AR გამოცდილებად გარდაქმნის. თუმცა ამ ეტაპზე ეს ფუნქცია არ არის ხელმისაწვდომი და ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როგორ გააცოცხლებს დამატებითი რეალობა ჩვენს მოგონებებს.

2020 წლის მობილური ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებული ფოტოები

ბოსტნეულის ნაკრები ფერმიდან სახლში, სასურველი სიხშირით – SpaceFarms-ის გამოწერის მოდელი