in

Google Chromebook-ებს „ფარული მოთამაშეებისთვის“ უშვებს

veon
veon

Google-ს მიზანი მისი Chromebook-ების ხაზისთვის დაუღალავი შრომა და თამაშია…. ამიტომ, ის სამ განსხვავებულ, თხელ და მსუბუქ ნოუთბუქებს წარმოგვიდგენს ინდივიდებისთვის, რომლებიც ყოველთვის ძალიან დაკავებულები არიან… დიახ, თუ თქვენც ფარული გეიმერი ხართ, Chromebook თამაშის საშუალებას მოგცემთ.

ამ ხედვის რეალობად ქცევა Lenovo-მ, Acer-მა და ASUS-მა უკვე შეძლო — Acer Chromebook 516 GE-ს, ASUS Chromebook Vibe CX55 Flip-სა და Lenovo IdeaPad Gaming Chromebook-ს 120 ჰერცი განახლების სიხშირე აქვს, 1600-პიქსელიანი რეზოლუცია და Wi-Fi-ს 6 კავშირი მარტივი გამოცდილებისთვის.

თითოეულმა კომპიუტერმა GameBench ტესტიც გაიარა, რათა დარწმუნებულიყვნენ, შეეძლო თუ არა მას თამაშების მიწოდება 120 კადრი სიჩქარითა და მინიმუმ 1080 პიქსელი ხარისხით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა მათგანი ChromeOS-ით არის წარმოდგენილი და არა, Windows-ით.

 

​​უფრო კარგი ამბავი კი ის არის, რომ Google Xbox Cloud Gaming-ის, NVIDIA GeForce Now-ისა და Amazon Luna-ის მეშვეობით ფარულ მოთამაშეებს წვდომას 1000-ზე მეტ თამაშზე აძლევს. ბონუსად, ბოლო ორი სერვისისთვის სამთვიანი საცდელი პერიოდიც კი დაწესდება.

რატომ მარცხდება გამომწერების ბიზნესი? — 3 მიზეზი

აი, როგორ და რატომ უნდა გამოვიყენოთ Snooze ფუნქცია Gmail-ზე