in

რა სიახლეებს გვაცნობს Google Cloud Next 2024-ის ღონისძიებიდან?

Briano.ai
Briano.ai

ხუთშაბათამდე ლას-ვეგასში გუგლის ღონისძიება Cloud Next 2024 გაიმართება, რაც ჩვენთვის პირდაპირ უამრავ სიახლედ ითარგმნება… ახლა კი ამ ეტაპისთვის ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებს გაგაცნობთ

Google Vids

AI-ის გამოყენება იმ მიზნით, რომ მომხმარებლებს შემოქმედებითი კონტენტის განვითარებაში დაეხმარონ, საკმაოდ აქტუალურია, ახლა კი Google საკუთარ ვერსიას გვაცნობს — Google Vids ვიდეოს შექმნის ახალი AI ხელსაწყოა, უახლესი ფუნქცია, რომელიც Google Workspace-ს დაემატა. და როგორ მუშაობს? თუ გუგლს დავუჯერებთ, მომხმარებლებს ვიდეოების შექმნა სხვა სამუშაო სივრცის ხელსაწყოებთან ერთად შეუძლიათ, იქნება ეს Docs თუ Sheets. რედაქტირება, წერა თუ წარმოება, როგორც დამოუკიდებლად, ისე კოლეგებთან ერთად, იქნება შესაძლებელი. 

Gemini Code Assist

შესაძლოა, გეცნობათ კიდეც, რადგან მსგავს სერვისს გუგლი მომხმარებლებს უკვე გაუქმებული Duet AI-ის ბრენდის ქვეშ სთავაზობდა… თუმცა შემდგომ Gemini გამოჩნდა, რომელსაც ახლა Code Assist დაემატება, წარმოებაზე ორიენტირებული AI კოდის სრულყოფისა თუ დამხმარე ხელსაწყო, რომელიც GitHub-ის Copilot Enterprise-ის პირდაპირი კონკურენტი იქნება. 

Google Workspace

Gmail-ს ხმოვანი შეტყობინებების ახალი ფუნქცია დაემატება და იგი მომხმარებლებს Help Me Write-ის სახელით გაეცნობა. ამასთან, აქვე ელ.ფოსტის დრაფტების კარგად შედგენილ წერილებად გარდაქმნას შეძლებთ. ხოლო Sheets-ში, კონკრეტული ველის ცვლილება მაღვიძარით შეგიძლიათ, გაიგოთ, აქ შაბლონების ახალ ნაკრებსაც გვთავაზობენ, რაც პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს. რაც შეეხება Doc-ის მოყვარულებს, ისინი ჩანართების დამატებას შეძლებენ, რითაც ინფორმაციების ორგანიზება ერთ დოკუმენტში შეეძლებათ, იმის ნაცვლად, რომ იგი მრავალ დოკუმენტს დაუკავშირონ ან მოძებნონ Drive-ში. თუმცა ამ უკანასკნელზე ჯერ წვდომას გამომწერები მიიღებენ.

ამასთან, გუგლი ზოგიერთი ახალი AI ფუნქციის მონეტიზაციასაც გეგმავს Google Workspace-ში. მაგალითად ახალი AI შეხვედრებისა და შეტყობინებების ფუნქცია, რომელიც ჩანაწერებს აკეთებს, შეხვედრებს აჯამებს და კონტენტს 69 ენაზე თარგმნის, თვეში 10 დოლარად იქნება ხელმისაწვდომი…

Imagen 2

გუგლი გაუმჯობესებულ სურათების გენერირების ხელსაწყოს გვთავაზობს Imagen 2-ის სახით, რომელშიც აღარც გენდერულ და აღარც რასობრივ დისკრიმინაციასთან უნდა გვქონდეს საქმე. Imagen 2 უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია. რამდენიმე ახალ ფუნქციასთან ერთად, მას text-to-live images-იც ემატება, რომელიც ტექსტიდან 4-წამიანი ვიდეოების გენერირების საშუალებას მოგცემთ. 

Vertex AI Agent Builder

ეს უკვე ახალი ხელსაწყოა, რომელიც კომპანიებს AI აგენტების შექმნაში დაეხმარება — თქვენ შეგიძლიათ, შექმნათ და განათავსოთ წარმოებისთვის მზად მყოფი, გენერაციულ AI-ზე მომუშავე მოსაუბრე აგენტები და გადაამზადოთ ისე, როგორც ადამიანების შემთხვევაში აკეთებთ მოდელებისგან მიღებული პასუხების სისწორისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად.

AI Security tools

Google გენერაციულ AI-ზე მომუშავე უსაფრთხოების ხელსაწყოებზე მუშაობს, რომელსაც მრავალი ახალი პროდუქტი და ფუნქცია ექნება. სამიზნე სეგმენტი კი ამჯერად დიდი კომპანიებია. Chronicle-სთან და Security Command Center-თან ერთად, მათ შორისაა Threat Intelligence-იც, რომელსაც პოტენციურად საზიანო კოდის დიდი ნაწილის გაანალიზება შეუძლია…

Gemini 1.5 Pro

თუ გავრცელებულ ცნობებს დავუჯერებთ, ეს გუგლის ყველაზე კარგი გენერაციული AI მოდელია და უკვე Vertex AI-ზეც ხელმისაწვდომია…

ღია კოდის ხელსაწყოები

აქ Max Diffusion-ს, Jetstream-სა და MaxTest-ს გვაცნობენ. პირველი სხვადასხვა დიფუზიური მოდელის იმპლემენტაციას გთავაზობთ, რომლებიც XLA-ს ან Accelerated Linear Algebra-ს მოწყობილობებზე მუშაობს. მეორე კი ახალ ძრავას წარმოადგენს გენერაციული AI მოდელების სამუშაოდ. ხოლო მესამე ტექსტის გენერირების AI მოდელებისთვისაა, რომლებიც ღრუბელზე TPU-ებსა და Nvidia GPU-ს უმიზნებს…

თუ მთლიანი ღონისძიებისთვის გსურთ თვალყურის დევნება, მაშინ ქვემოთ Cloud Next 2024-ის ვიდეოს დაგიტოვებთ:

თიბისის განათლების სივრცე – თიბისის ახალი პროექტი ახალი თაობისთვის

Adidas-მა „ქალების მოედანი“ შექმნა!