11
Apr
2019

რითი ჩაანაცვლა Google-მა სოციალური ქსელი Google+

11 Apr 2019

რამდენიმე დღის წინ, საძიებო სისტემა Google-მა საკუთარი სოციალური ქსელი Google + გააუქმა. მაშინ კომპანიაში განაცხადეს, რომ სოციალური ქსელის კორპორატიული სერვისი (G Suite) არსებობას სხვა ფორმით განაგრძობდა. გუშინ ცხადი გახდა, თუ რას შესთავაზებს Google ონლაინ სამუშაო სივრცე G Suite-ის მომხმარებელს სანაცვლოდ. ეს არის ახალი აპლიკაცია Currents, სადაც ამა თუ იმ კომპანიის თანამშრომლებს გაერთიანება, სხვადასხვა თემის განხილვა და მუდმივად საქმის კურსში ყოფნა შეეძლებათ.

კომპანიის ცნობით, Currents ჯერ საცდელ ეტაპზეა და G Suite-ის მომხმარებელ კომპანიებს უკვე შეუძლიათ მისით სარგებლობა. ხოლო Google+-ის ძველი პოსტები ავტომატურად გადავა ახალ აპლიკაციაში. თუმცა, ეს არ ეხება მათ, ვინც კომპანიას არ წარმოადგენს. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Google+-ის მომხმარებელს, რომელიც G Suite-ის წევრი არ არის, Google ჯერ სანაცვლოდ არაფერს სთავაზობს.

განხილვა