Google და Roblox გაერთიანდნენ, რათა ინტერნეტი უფრო უსაფრთხო სათამაშო მოედნად აქციონ ბავშვებისთვის. მათ გამოუშვეს ახალი თამაში, სახელწოდებით Be Internet Awesome World. ეს არის ვირტუალური კურსი, რომელიც ახალგაზრდა მომხმარებლებს ციფრულ უსაფრთხოებას ასწავლის.
პროექტი ხორციელდება ტექნოლოგიური გიგანტის, Be Internet Awesome პროგრამის ფარგლებში, რომელსაც უკვე ჰყავს 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ბავშვი 2017 წლიდან. ეს ახალი გამოცდილება კი Roblox-ზე – 79,5 მილიონი ყოველდღიური აქტიური მომხმარებლით იწონებს თავს.
თამაშის პრინციპი მარტივია – მოთამაშეები აღმოჩნდებიან „ინტერნაუტების” სამყაროში, ჩაცმულნი არიან Google-ის ფერებში და აწყდებიან ბოროტმოქმედებს, სახელად “Glitch”, რომელიც ასახავს რეალურ სამყაროში არსებულ ინტერნეტდაბრკოლებებს. მოთამაშე გადის გზას „კეთილი სამეფოდან” Mindful Mountain-მდე, რომელიც გვასწავლის ინფორმაციის გაზიარების დეტალებს. თამაშის თითოეული სცენა ფოკუსირებულია ონლაინ საკუთარი თავის დაცვის მნიშვნელოვან ასპექტზე. მაგალითად, Reality River ამოწმებს მოთამაშეების უნარს აღმოაჩინონ „ფიშინგი”, ხოლო Tower of Defense გამოცდის მათ უნარებს კიბერუსაფრთხოების კუთხით.
Be Internet Awesome World-ის იდეაა, მოთამაშეებმა შეასრულონ რამდენიმე მინითამაში, თითოეული ეხება უსაფრთხოების კონკრეტულ თემებს, როგორიცაა ძლიერი პაროლების შექმნა ან ფიშინგის მცდელობების იდენტიფიცირება. სამყარო, რომელიც ორმა დიდმა ბრენდმა ბავშვებისთვის შექმნა, ინტერნეტის უსაფრთხოების შესახებ გაკვეთილებს ინტერაქციულ თავგადასავლად აქცევს, რაც, ზოგადად, მოზარდებს მშრალ საგნად ეჩვენებათ ხოლმე, ასეთი ფორმატი კი მათთვის სრულიად მისაღებია.