Google-მა Play Store-დან დაბლოკა აპლიკაციები, რომლებიც დაკავშირებულია RTდა Sputnik-თან — ორ რუსულ, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებასთან. გადაწყვეტილება რუსეთის მიერ, ომთან დაკავშირებული, დეზინფორმაციის გავრცელების შეფერხებას უკავშირდება.
გუგლსა და ფეისბუქს TikTok-იც შეუერთდა და ევროკავშირის მასშტაბით, Sputnik და RT ხელმისაწვდომი აღარ იქნება… შესაბამისად, ისინი სიახლეებსაც ვეღარ გააზიარებენ.
ეს ქმედებები კი ევროკავშირის ოფიციალური პირების ბრძანებამ გამოიწვია, რომ Sputnik და RT აეკრძალათ… ხოლო TikTok-მა მოქმედება მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურმა პლატფორმებმა: Facebook, Twitter, YouTube, Microsoft ის პირებიც დაბლოკეს, რომელთაც ბევრი მიმდევარი ჰყავდათ… Facebook-მა ასევე განაცხადა, რომ იგი გამოქვეყნების წვდომის შეზღუდვას აპირებს. Twitter კი რუსული სახელმწიფო მედიაანგარიშების ყველა “ტვიტს” დაასახელებს.












