თუ ხართ დეველოპერი, ან კომპანია, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობს, Google-მა თქვენთვის .dev დომენი აამოქმედა. ინფორმაციას ამის შესახებ Cnet ავრცელებს.
თებერვალში, .dev დომენის ამოქმედების დღიდან, ინტერნეტ მისამართის რეგისტრაციას ბევრი დეველოპერი ცდილობდა, თუმცა Google-ს მაღალი სატარიფო პოლიტიკა ჰქონდა. ამ ეტაპზე, დომენის ყოველწლიური ღირებულება 10 000 დოლარიდან 12-14 დოლარამდე შემცირდა.
Google ითხოვს დეველოპერების ვებგვერდები, რომლის მისამართები .dev-ით მთავრდება, მონაცემთა დაშიფრვის სიმეტრიული ალგორითმით (DES) იყოს დაცული.