in

Google Developer-ების თემები საქართველოში DevFest-ის გლობალურ ღონისძიებას უმასპინძლებენ

ტექნოლოგიების სამყაროს გლობალურ ღონისძიებას, DevFest 2021-ს, საქართველო 22-28 ნოემბერს უმასპინძლებს!

7-დღიანი ფესტივალის განმავლობაში ჩატარდება ალგორითმების ჩემპიონატი და მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ 10 სხვადასხვა თემაზე, მათ შორის: Deep Learning in Production, Google Assistant, Android, როგორ გავხდეთ DevOps ინჟინერი? კარიერა ტექნოლოგიებში, უსაფრთხოება ონლაინ სამყაროში, ბლოკჩეინი, პროგრამული ინჟინერია სტარტაპებში, სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში, სტაჟირება და Full-time პოზიციები Google-ში, Google Maps და სხვ.

DevFest-ზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ტექნოლოგიები, ვფიქრობ, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო რომ უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ ეს სფერო. განსაკუთრებით კი, მინდა, რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებამდე მივიდეს ინფორმაცია ამ უსაზღვრი შესაძლებლობების სამყარო შესახებ, რასაც ტექნოლოგიებს ვუწოდებთ. ასევე მჯერა, რომ პროფესიული თემები დღეს უდიდეს როლს თამაშობენ ადამიანის განვითარებაში. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ Google Developer-ების თემების არსებობა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ღონისძიებაც იმართება ამ თემების ერთობლივი ძალისხმევით და გვინდა, რომ უკვე ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ადამიანებს ცოდნის გაღრმავებაში დავეხმაროთ, ხოლო უბრალოდ ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს კიდევ ერთხელ დავანახოთ, საოცარ სპიკერებთან ერთად, რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო სფეროა ეს და დავეხმაროთ პირველი ნაბიჯების გადადგმაში. ჩვენი გუნდი ამ საქმეს მოხალისეობრივად აკეთებს, რადგან გვჯერა, რომ ტექნოლოგიების სფეროს განვითარება უკეთესი მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“ – თამთა კაპანაძე, GDG Kutaisi-ის დამფუძნებელი და DevFest Georgia-ს იდეის ავტორი.

Google-ის თემები საქართველოში კიდევ ერთხელ გავერთიანდით გლობალური პროექტით და გვსურს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვაჩვენოთ, რამდენად დიდი შესაძლებლობები გვეხსნება ტექნოლოგიებთან ერთად.  გვჯერა, რომ ტექნოლოგიების სამყარო საყოველთაო კეთილდღეობისთვის არსებობს და DevFest-ის მოწვეულ სპიკერებთან ერთად, შევეცდებით მოვიცვათ საქართველოს მასშტაბით ყველა დაინტერესებული პირი  და ჩავრთოთ იმ სფეროში, რომლითაც შეგვიძლია, საზოგადოების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ. გარდა ამისა, გვსურს, აღმოვაჩინოთ ადამიანები, რომელთან ერთადაც შეგვიძლია Google-ის საერთაშორისო საზოგადოებას ქართული ხმა მივაწვდინოთ“ – ელენე ლომსაძე, DevFest-ის თანაორგანიზატორი, GDSC BTU-ს ლიდი.

“პროგრამირების ალგორითმები თანამედროვე ტექნოლოგიების მთავარი მახასიათებელია, მის გარეშე შეუძლებელია რთული პრობლემების ოპტიმალურად გადაჭრა.  სწორედ ამიტომ, წამყვან კომპანიებში გასაუბრების დროს გადამწყვეტია ზემოხსენებული უნარ-ჩვევების გამოვლენა. პროგრამირების მსგავსი შეჯიბრება პრობლემების ოპტიმალურად გადაჭრაში ვარჯიშის ყველაზე კარგი გამოცდილებაა – შეზღუდულ დროში ფიქრის უნარის გამომუშავების შესაძლებლობას იძლევა. თან ამას ისიც ერთვის, რომ ტექნოლოგიების სფეროში მეტად გამოსადეგი პრიზები თამაშდება. ამიტომ გირჩევთ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან და მიიღოთ მონაწილეობა ჩვენ მიერ ჩატარებულ კონტესტში“. – გიორგი ჯიქიძე, DevFest-ის თანაორგანიზატორი, GDSC Free University-ის ლიდი.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან Google Developer-ების თემები საქართველოში: GDG Kutaisi, GDG Tbilisi, GDSC Free University, GDSC BTU, GDSC Iliauni, GDSC IBSU, GDSC GAU, GDSC BSU, GDSC TSU

ღონისძიების მედია პარტნიორები: Marketer, UG Limes, Smart Academy, CNICK, Business Partner, Entrepreneur, Collider.

ადამიანი, რომელმაც თბილისის საუკეთესო პანორამული ხედი იყიდა

გაიცანით ლიკა კეშელავა, ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიის გამარჯვებული!