in

Google Discover-ს AI შეჯამებები ემატება

ამბავი ასეთია: საძიებო გიგანტმა iOS-სა და Android-ზე Discover-ში, ანუ Google-ის საძიებო აპლიკაციის მთავარ სიახლეების არხში, AI შეჯამებები დაამატა. შედეგად, ახლა მნიშვნელოვანი გამოცემების სათაურების ნაცვლად, მომხმარებლები ზედა მარცხენა კუთხეში რამდენიმე ახალი ამბების გამომცემლის ლოგოს ნახავენ, რასაც ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული შეჯამება მოჰყვება, რაღა თქმა უნდა, ამ წყაროების ციტირებებით. თუმცა აქვე გვაფრთხილებენ, რომ ეს შეჯამებები AI-ის მიერაა გენერირებული, შესაბამისად, რაღაც შეცდომებიც შეიძლება, დაუშვას. 

შესაძლოა, მომხმარებლებისთვის ეს პასუხების მიღების უფრო მარტივ გზას წარმოადგენდეს, მაგრამ საგამომცემლო ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი შეშფოთებაა ვებგვერდის ტრაფიკის მხრივ. Google-ის AI Overviews-ისა და AI Mode-ის ფუნქციების გამო, მომხმარებლებს პირდაპირ ვებგვერდებზე სტუმრობა აღარ უწევთ კითხვებზე პასუხების მისაღებად, ყველაფერი ავტომატურად ჯამდება და ჩატის სტილის ინტერფეისითაა წარმოდგენილი. 

კვლევებიც ამ შეშფოთებას პასუხობს და გვეუბნება, რომ 2024 წლის შუა პერიოდში ორგანულმა ტრაფიკმა 2.3 მილიარდი ვიზიტიდან 1.7 მილიარდზე ქვევით ჩამოიწია…

ასეა თუ ისე, ფუნქცია ამჯერად სატესტო რეჟიმშია. უფრო სპორტისა და გართობის თემებზეა ორიენტირებული და მხოლოდ ამერიკაშია ხელმისაწვდომი. თუმცა ამ ეტაპის შემდეგ, გლობალურ ჩაშვებას უნდა ველოდოთ…

ფიზიკის აუდიოკონსპექტები უკვე ხელმისაწვდომია – საქართველოს ბანკისა და ხანის აკადემიის კამპანია „გამოცდები 2025“ გრძელდება

„თამაშის თეორია სტრატეგიული აზროვნებისთვის“ – ალტე უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა იწყება!