in

Google-მა ახალი AI მოდელი დელფინებთან სასაუბროდ შექმნა

Briano.ai
Briano.ai

Google-მა DolphinGemma წარადგინა, კომპაქტური ხელოვნური ინტელექტის მოდელი დელფინებისთვის. მხოლოდ კი არ უსმენს, არამედ ცდილობს, პასუხიც გასცეს. ამას კი მოდელი ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი აკუსტიკური ჩანაწერებით ახერხებს, რომლებიც ბაჰამის კუნძულებზე მცხოვრები დელფინებისგან მიიღეს. მიზანი მხოლოდ მათი ხმების გაგება კი არა, იმის გარკვევაცაა, თუ რამდენად ქმნის ეს ხმები ადამიანებისთვის გასაგებ ენას, ისეთს, რომელსაც შემდგომში დელფინებთან საკომუნიკაციოდ გამოვიყენებთ.

ამგვარად, DolphinGemma ზუსტად ისე ფუნქციონირებს, როგორც ტრადიციული ენობრივი მოდელები, თუმცა, ამ შემთხვევაში ადამიანის ტექსტებს წყალქვეშა საუბრები ანაცვლებს. დელფინების ხმების საფუძველზე პროგნოზებს აკეთებს, თუ რა იქნება შემდგომ და AI მოდელი მსგავს წინადადებებს აგენერირებს. მეტი ეფექტისთვის Google-ის SoundStream-ს იყენებს, რომელიც აუდიო მონაცემებს მართვად ფორმატში გვთავაზობს. ეს კი უკვე მოდელის გაშვებას სამომხმარებლო მოწყობილობებზე ხდის შესაძლებელს, რომელთა შორისაც წყალგაუმტარი Pixel 9-ც გვხვდება.

შთამბეჭდავია, რომ DolphinGemma-ს დელფინის მსგავსი ხმების გენერირებაც შეუძლია, რითაც მეცნიერებს რეალურ დროში ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას აძლევს. იმედოვნებენ, რომ დელფინები სპეციფიკური სინთეზური სტვენების გამოყენებით კონკრეტულ ნივთებს მოითხოვენ. ეს მიდგომა კი ისეთია, როგორიც ბავშვებისთვის სათამაშოებით სიტყვების სწავლება…

Wild Dolphin Project-ის ფარგლებში CHAT-ის შექმნაც იგეგმება, რომელიც წყალქვეშა მოწყობილობებს ადამიანებისა და დელფინებისთვის საერთო ლექსიკონის შესაქმნელად გამოიყენებს. DolphinGemma-სთან ერთად კი, ეს მკვლევრებს დელფინების ქცევის უკეთეს ინტერპრეტაციაში დაეხმარება, გახსნის კარს მარტივი, ფუნქციური ცვლილებებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულში გუგლი DolphinGemma-ს ღიად ჩაშვებას აპირებს, რათა საზღვაო ბიოლოგებსა და სხვა მკვლევრებს მისი სხვა სახეობებთან გამოყენების შესაძლებლობა მისცეს. 

ისიც მართალია, რომ დელფინების AI მოდელი ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა, მაგრამ იგი უკვე ხელოვნური ინტელექტის ამბიციურ როლს ასახავს არაადამიანური ენების დეკოდირებაში…

თიბისი ბიზნესის „ხუთშაბათის შეხვედრების“ პასუხი ბექა ადამაშვილისგან

ზენდეია კოსმოსში გაფრინდა!