ბოლო რამდენიმე დღეა, ტექნოლოგიური გიგანტის Google მუშაობაში ხარვეზებია, დღეს კი ეს საქართველოზეც აისახა. ასევე, მოწყობილობების უმეტესობიდან შეუძლებელია Gmail-ისა და Youtube-ის გამოყენება, ანუ პლატფორმების, რომლებიც Google-ის ფრთისქვეშ ერთიანდებიან. ხარვეზებთან დაკავშირებით, კომპანიას, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია. ქვემოთ მოცემულ რუკაზე ჩანს, თუ რა ტერიტორიაზე ვრცელდება გუგლის შეფერხებული მუშაობა. მათ შორის, როგორც ხედავთ, არის საქართველოც.
მომხმარებელთა უმეტესობა – 72%, ვინც Google-ით სარგებლობისას პრობლემის შესახებ Downdetector-ზე განაცხადა, პრობლემად ვებგვერდებზე შესვლის შეუძლებლობას ასახელებს.














