in

Google-ის ახალი AI ტექნოლოგია ტექსტს 3D გამოსახულებებად აქცევს

DreamFusion — ეს არის Google-ის ახალი გენერატორი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ტექსტს 3D ვიზუალებად გარდაქმნის.

DreamFusion არის Dream Fields-ის — ტექსტის 3D გამოსახულების გენერატორის განვითარების ახალი ეტაპი. ეს უკანასკნელი Google-მა ჯერ კიდევ 2021 წელს გამოუშვა. Dream Fields-ის მსგავსად, DreamFusion თავის 3D სურათებს ნეირონული გამოსხივების ველის (NeRF), ან ნეირონული ქსელის კომბინაციით ქმნის, რომელსაც სინთეზური 3D სცენების გენერირება შეუძლია, ნაწილობრივი 2D მონაცემთა ნაკრების გამოყენებით.

თანაც, DreamFusion საკუთარ AI ტექნოლოგიას იყენებს, სახელწოდებით Imagen. ის DALL-E 2-ის კონკურენტია. „მოხარული ვარ, წარვადგინო DreamFusion, ჩვენი Text-to-3D-ის ახალი მეთოდი!ჩვენ NeRF-ს ვაოპტიმიზებთ ნულიდან, რისთვისაც ტექსტიდან გამოსახულების მიღების დიფუზიურ მოდელს ვიყენებთ. 3D მონაცემები საჭირო არ არის!“, — წერს ბენ პული, Google Brain-ის მკვლევარი.

მართალია, DreamFusion მოდელები საკმაოდ არარეალისტურია, მაგრამ მაინც შთამბეჭდავია. კომპანიის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის გენერირებული ფორმები, რომლებიც მათ ვებგვერდზეა ნაჩვენები, არის თანმიმდევრული, მაღალი ხარისხის, ზედაპირის გეომეტრიითა და სიღრმით, თანაც, ლამბერტის დაჩრდილვის მოდელით შუქდება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება DreamFusion საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, თუმცა ამგვარი ტექნოლოგიის განვითარება თამაშების დეველოპერებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო იქნება. ის უკვე გამოიყენეს კიდეც 3D მოჩვენების შესაქმნელად, რომელიც ჰამბურგერს ჭამს.

კავკასიის ავტოიმპორტმა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, გამწვანების მორიგი აქცია გამართა

მე, შენ, მას, ჩვენ, თქვენ, მათ – ევექსი კლინიკებში ყველას განსაკუთრებული პირობები გვეკუთვნის!