in

მალე Google Drive-ის მომხმარებლები ვიდეოებს ტრანსკრიპტით მოძებნიან

M2

თუ ვიდეოებში ხშირად გჭირდებათ კონკრეტული მომენტის პოვნა, Google Drive საქმეს ე. წ. ძიებადი ვიდეო ტრანსკრიპტებით გაგიმარტივებთ — ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს ახლა უკვე თავიანთი ვიდეოების ტრანსკრიპტების მიხედვით მოძიება შეეძლებათ. მეტიც, უახლესი ფუნქცია ვიდეოს აუდიოს ატვირთვის საჭიროებასაც გვაშორებს სპეციალურ ტრანსკრიფციის სერვის Otter-ზე. 

ტრანსკრიპტები გვერდით არსებულ ჩანართში გამოჩნდება და ვიდეოს მიმდინარეობისას კონკრეტულ მომენტში გაჟღერებულ ტექსტს ხაზს გაუსვამს. გუგლის თქმითაც, ეს მომხმარებლებს კონკრეტული მომენტების პოვნას გაუმარტივებს ვიდეოში, რადგან ამისთვის მხოლოდ ტრანსკრიპტის ჩაწერა დასჭირდებათ… 

ახალ ფუნქციაზე წვდომის მისაღებად ვიდეო Google Drive-ში უნდა გახსნათ, შემდეგ კი მარჯვენა ქვედა კუთხეში არსებულ ნიშნულს დააჭიროთ ვიდეოს პარამეტრებში შესასვლელად, სწორედ აქედან შეძლებთ Transcript-ის გააქტიურებას. 

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტრანსკრიპტის ნახვას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებთ, თუ თქვენს ვიდეოს სუბტიტრები ექნება — ამ დროს ქვედა მარჯვენა კუთხეში არსებული CC ღილაკი გააქტიურებული იქნება. თუმცა, არარსებობის შემთხვევაში, არც სუბტიტრების დამატებაა პრობლემა, ვიდეოს მარჯვნივ დააკლიკეთ და შემდეგ Manage caption tracks აირჩიეთ, საიდანაც უკვე Generate automatic captions-ის ღილაკზე გადახვალთ. 

ახალი ფუნქცია მომდევნო კვირებში Google Workspace-ის, Google Individual-ისა და პერსონალური Google ექაუნთების მქონე მომხმარებლებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. 

რა ღირს მომხმარებლის კმაყოფილება?

Skillwill და CityPay.io პარტნიორები გახდნენ