in

Google Earth-ში ნახავთ, როგორ შეიცვალა სამყარო 1984 წლიდან დღემდე

მას ბოლო 2 წლის მონაცემები დაემატა…

veon
veon

სამყარო მუდმივად იცვლება… ხმაურიანი ქალაქები სულ უფრო ხალხმრავალი ხდება, შორეულ რეგიონებში კი ბუნება განაგრძობს ბატონობას. თითქოს, შეუძლებელია, თვალი ადევნო ყველაფერს, მაგრამ Google აქ საინტერესო კითხვას სვამს: რა მოხდება თუ ყველაფრის, რაც კაცობრიობის ზრდას ასახავს, ერთ დროში ყურებას შევძლებთ?

პასუხი საკმაოდ აშკარაა — Google Earth-ის Timelapse ფუნქცია მომხმარებლებს სწორედ ამის საშუალებას აძლევს. 4D რუკაა, რომელიც ტოპოგრაფიულ და ცივილიზაციის ცვლილებას აკვირდება დროში, გვაჩვენებს, როგორ განვითარდა კონკრეტული სივრცე 1984 წლიდან დღემდე. საოცარია იმის ყურება, თუ როგორ პროგრესირდა ჩვენი პლანეტა, ურბანული სივრცეების ზრდით დაწყებული, დამთავრებული ყინულების მონაცვლეობით…

აქამდე Google Earth 2020 წლამდე არსებულ ინფორმაციებს მოიცავდა, თუმცა მას უკვე ბოლო ორი წლის მონაცემებიც დაემატა — თქვენ შეგიძლიათ მშობლიური ქალაქი ნახოთ ან ის, თუ როგორ შეიცვალა მსოფლიო 2022 წლამდე. ეს ერთდროულად პლანეტის წარსულში გასეირნება, აწმყოზე დაკვირვება და მომავლის წინასწარმეტყველებაა.

Google კი იმ ადგილებს გვიზიარებს, რომლებმაც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და მათ შორისაა ლასენის ეროვნული პარკი, რომელიც ხანძრის შემდგომ მნიშვნელოვნად შეიცვალა:

ამგვარად, ტექნოლოგიური გიგანტი 300-ზე მეტი ადგილიდან სულ 800 ვიდეოს გვთავაზობს, რომელთა ნახვასაც ლინკზე შეძლებთ.

ალდაგმა ქართული ლუდის კომპანიას 320 000 ლარი აუნაზღაურა

როგორ გამოვიყენოთ AI ასისტენტები?