Google, დღეიდან, Android-ს რამდენიმე ახალ ფუნქციას ერთდროულად ამატებს. მათ შორის გამორჩეული მსოფლიოს მასშტაბით მიწისძვრის დეტექტორია. ეს არის სისტემა, რომელიც ავლენს მიწისძვრის საფრთხეს და მომხმარებელს სპეციალურ სიგნალს აძლევს. ამ ფუნქციით, თქვენი ანდროიდი, ფაქტობრივად, სეისმომეტრის ფუნქციას შეასრულებს.
Google-ის წარმომადგენლებმა, ეს და კიდევ რამდენიმე განახლება, [ Android Auto-ს, emergency location service-ის, Lookout app-ისა და bedtime tools-ისთვის] დღეს, კალიფორნიაში წარადგინეს. როგორც კომპანიაში ამბობენ, მიწისძვრის დეტექტორის სისტემის დამატებით, სურთ, შექმნან „მიწისძვრის განსაზღვრის ყველაზე დიდი ქსელი მსოფლიოში“.