10
Oct
2019

Google ქალაქებს გარემოს დაბინძურების ხარისხის გაზომვას სთავაზობს

10 Oct 2019

Alta
Alta


Google-ის სერვისი – The Environmental Insights Explorer, Google Maps-ს ეყრდნობა და ქალაქებში გარემოს დაბინძურების მაჩვენებელს ზომავს. თუმცა, ამისთვის, ქალაქების თვითმმართველობებმა Google-თან თანამშრომლობის სურვილი უნდა გამოთქვან. სერვისი უახლოეს მომავალში გააქტიურდება აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, კოპენჰაგენში, დუბლინში, მანჩესტერში და ა.შ.

სერვისის მოქმედების პრინციპი ასეთია – Google Maps-ის აპლიკაციაზე დაყრდნობით, EIE, კონკრეტულ ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობისა და შენობების რაოდენობასთან დაკავშირებულ მონაცემებს ამუშავებს, შედეგად კი, გვაჩვენებს გარემოზე მავნე ზემოქმედების მქონე ნივთიერებებთან დაკავშირებულ შედეგებს. Google-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი იყენებენ მანქანური სწავლების მეთოდს და აცნობიერებენ, რომ თითოეულ ქალაქს, სხვადასხვა ნივთიერების ემისიის შესწავლის კუთხით, განსხვავებული მიდგომა სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაბინძურების შესახებ ამომწურავი მონაცემების საწარმოებლად მხოლოდ დიდი მონაცემების ანალიზი არ არის საკმარისი. ხშირად, საჭიროა სინჯების ადგილიდან აღება. შესაძლოა, ამიტომაც სჭირდება Google-ს ქალაქების თვითმმართველობების ჩართულობა.

განხილვა