15
Nov
2018

Google-ის ყოფილი დირექტორის ყველაზე დიდი აღიარება

15 Nov 2018

ძალიან რთულია, აღიარო შეცდომის დაშვება. 2001-2011 წლებში, ერიკ შმიდტი Google-ის დირექტორი იყო, შემდეგ, Google-ისა და Alphabet-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე, გასულ წლამდე. ამ დროის განმავლობაში, უამრავი რამ მოხდა. თუმცა, განსაკუთრებული მარცხი, რაც კომპანიამ ბოლო პერიოდში განიცადა, სოციალურ ქსელში თავის დამკვიდრებას ეხება.

statiebi-bog
statiebi-bog

შმიდტს ამ მარცხის შესახებ ჰკითხეს. პასუხი იყო გულწრფელი და ნამდვილი ლიდერისთვის დამახასიათებელი: “ამ მარცხზე პასუხისმგებლობა მე უნდა ავიღო” – თქვა მან: – “ბევრი რამ არ მიდიოდა კარგად, თუმცა, ჩემი ხელმძღვანელობის განმავლობაში ეს ყველაზე დიდ ჩავარდნად შეიძლება ჩაითვალოს”.

მოკლედ Google-ის სოციალური მედიის შესახებ

გადავინაცვლოთ 2011 წელში. “გუგლი” ფულსა და დროს დებს სოციალურ მედიაში ფურორის მოსახდენად. Google+ უნდა იყოს მძლავრი იარაღი, რომელიც Facebook-ს გაანადგურებს.

თუმცა, Google+-ს არასდროს ჰქონია ისეთი მოქნილი ინტერფეისი, როგორიც მის მთავარ კონკურენტს. მეტიც, “გუგლი” ცდილობდა მომხმარებელთა უზარმაზარი ბაზა რაღაცნაირად მისი სოციალური ქსელისკენ გადაეყვანა. მით უმეტეს, ეს მომხმარებლები უკვე იყენებდნენ Google-ის სხვა პროდუქტებს.
ზუსტად ამ დროს, ორკაციანი გუნდი, ნახევარმილიონიანი ბიუჯეტით უშვებს პროექტს, რომელსაც მომხმარებელი “ინსტაგრამის” სახელით გაიცნობს.
დასასრული თქვენ უკვე იცით. Instagram-მა შემქმნელებს მილიარდები მოუტანა. Google+-ის მზე კი უკვე ჩაესვენა – სოციალურ ქსელს, სავარაუდოდ, 2019 წელს გააუქმებენ.

Google-ის კულტურული დნმ

შმიდტთან საუბრისას ეკონომისტმა ტაილერ კოუენმა დასვა კითხვა: “რა აკლდა Google-ის კულტურულ დნმ-ს, რამაც გაურთულა კომპანიას სოციალურ ქსელში თავის დამკვიდრება?”

შმიდტმა უპასუხა: “უპირველეს ყოვლისა, მე უნდა ავიღო ამ მარცხზე პასუხისმგებლობა. ბევრი რამ არ მიდიოდა კარგად, თუმცა, ჩემი ხელმძღვანელობის განმავლობაში ეს ყველაზე დიდ ჩავარდნად შეიძლება ჩაითვალოს. ჩემი პასუხი ისაა, რომ ჩვენ რეალურად ვიყენებდით სმარტფონებსა და ელექტრონულ ფოსტას, თუმცა, სოციალური ქსელის პროექტში ცოტა ახალგაზრდა იყო ჩართული. ეს პროექტი მაშინ შეიქმნა, როდესაც ჯერ კიდევ კოლეჯში ვსწავლობდი.
ჩვენ კოლექტიურად არც ვიყენებდით ამ სოციალურ ქსელს, ამდენად, ვეჭვობ, ბოლომდე არც გვესმოდა, როგორ გაგვეკეთებინა. მაგალითად, ამ დროისთვის, ძალიან კარგი სოციალური ქსელი გვაქვს YouTube-ის შიგნით, თუმცა, სამართლიანი იქნება, ვთქვა, რომ Facebook და სხვა სოციალური ქსელები სწორედ ჩემს დროს მოძლიერდა.
შმიდტი იღებს სრულ პასუხისმგებლობას. ის ამბობს “მე გამომრჩა”, ხსნის გულწრფელად. ეს მარცხი მისმა ასაკმა გამოიწვია – ზედმეტად ხნიერი იყო სოციალური ქსელის პროექტისთვის.
ამავდროულად, შმიდტიი აფასებს სხვა ადამიანებს მის გარშემო, რომლებმაც Google მისი წასვლის შემდეგ წასწიეს წინ.

ლიდერები იღებენ პასუხისმგებლობას

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თქვათ, რომ აღიარება მეტისმეტად გვიან მოდის. შმიდტის მმართველობა Google-სა და Alphabet-ში წარსულს ჩაბარდა. მან იშოვა ფული და დატოვა კვალი, ახლა კი, დასაკარგი არაფერი აქვს. თუმცა, თუკი ასე შევხედავთ, სიტუაცია უფრო საინტერესოა.
ლიდერის საქმე არასდროს სრულდება. ნამდვილი ლიდერი ყოველთვის აკეთებს ამ ორ რამეს:

მოქმედებს და ხელმძღვანელობს.
როცა საქმე კარგად არ მიდის, ის იღებს პასუხისმგებლობას მარცხზე.

მართალია, მეორე ძალიან რთული და მტკივნეულია. ესაა ის ნაწილი, რასაც “ვითომლიდერები” ვერასოდეს გააკეთებენ. დიახ, რაღაც დროით ეს ამართლებს, თუმცა არა დიდი ხნით. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მემკვიდრეობას მიიღებს, მისი ნათქვამი და ნამოქმედარი ყოველთვის იმოქმედებს ლიდერზე.



განხილვა