in ,

Google-ის ახალ დუდლში მე-19 საუკუნის მეცნიერი გამოჩნდა — ქალი, რომელმაც კლიმატის ცვლილებები შეისწავლა

კლიმატის მეცნიერების პატივისცემის მიზნით, 17 ივლისს Google-ის მთავარ გვერდზე თემატური Doodle გამოჩნდა. ილუსტრაციამ მომხმარებლები დროში ამოგზაურა და მე-19 საუკუნის მეცნიერის სამყაროში გადაიყვანა, რომლის ნაშრომებიც დიდ როლს ასრულებს კლიმატის მეცნიერებაში.

კლიმატის ცვლილება, როგორც კონცეფცია, ოფიციალურად არ იყო დადასტურებული მე-19 საუკუნის ბოლოს — მაშინ, როცა ამერიკელმა მეცნიერმა იუნის ნიუტონ ფუტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მის გაგებაში. 1856 წელს ფუტმა პიონერული ექსპერიმენტები ჩაატარა — მათ საფუძველზე გამოავლინა კავშირი ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციასა და დედამიწის ტემპერატურაზე მის გავლენას შორის. შემდეგ მან თავისი დასკვნები მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე წარადგინა.

გუგლის მიერ შემუშავებული Doodle კი სწორედ ფუტის ინოვაციური ექსპერიმენტების გზას მიჰყვება. გარდა ღირსშესანიშნავი მიღწევების აღნიშვნისა და ინფორმაციული ნაწილისა, ვიდეო ფერადოვან ვიზუალებს მოიცავს, რათა დღეისათვის აქტუალური საკითხი ჩვენთვის მიმზიდველი სახით გაგვაცნოს.

აღსანიშნავია, რომ Google დააფინანსებს სხვა პიონერ ქალებს, რომლებიც კლიმატის მეცნიერების მიმართულებით მუშაობენ.

Wolt Drive-ის წარმატებული სტარტი საქართველოში

რა უნდა გავაკეთოთ, როცა წინ ვეღარ მივიწევთ?