in

Google გამომცემლებს კონტენტის Bard AI-ისგან დამალვას სთავაზობს

veon
veon

მოდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ — გუგლი robots.txt-ზე კონტროლის დამატებით ფუნქციას, Google-Extended-ს ნერგავს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეეძლებათ, თავადვე განსაზღვრონ, მისცემენ თუ არა Bard-სა და Vertex AI-ს უფლებას, თავიანთი კონტენტი გამოიყენონ. ეს ფუნქცია კი ვებგამომცემლების უკუკავშირს პასუხობს, რომელთაც სურდათ, თავიანთ კონტენტზე სრული ავტონომიურობა ჰქონოდათ. შედეგად, ვეღარც ხელოვნური ინტელექტის გენერირებულ პასუხებში შეხვდებით იმ ადამიანების კონტენტს, რომლებმაც ეს ფუნქცია აამოქმედეს.

Google-Extended-ის მთავარი მიზანი AI მოდელების კონტექსტში გამჭვირვალობისა და კონტროლის ირგვლივ რომ ტრიალებს, ეს ალბათ მარტივი მისახვედრია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისეთი სისტემები, როგორებიცაა Bard და Bing AI, ინფორმაციებს სხვადასხვა წყაროდან აგროვებს და ისე აწვდის მომხმარებლებს. შესაბამისად, ეს პოტენციურად კონკრეტულ ვებგვერდებზე სტუმართა რაოდენობას შეცვლის და ასევე, დიდად იმოქმედებს სარეკლამო შემოსავლებსა თუ ბიზნეს მოდელებზე… 

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ კონკრეტული ფუნქცია Bard და Vertex AI მოდელების მომდევნო თაობებზეც იმოქმედებს — მომხმარებლებს თავიანთ კონტენტზე კონტროლის შენარჩუნება Googlebot-ისა და NOINDEX-ის გამოყენებით robots.txt დოკუმენტში შეეძლებათ, ეს კი მათი ნამუშევრების Search Generative Experience-ში (SGE) მოხვედრას კვლავ გამორიცხავს.

დაბოლოს, კომპანიის მიერ კონტროლის ფუნქციის შემოღება ხაზს უსვამს ფაქტს, რომ გუგლმა იცის იმ პოტენციური გავლენის შესახებ, რომელიც მის პროდუქტებს ეკოსისტემაზე შეიძლება, ჰქონდეს…

რას გულისხმობს უძრავ ქონებაში ინვესტირება?

კლიმატის ცვლილებები ზღაპრებშიც აღწევს — Who Gives A Crap-ის კამპანია