in

Google-სა და Facebook-ის თანამშრომლები, 2020 წლის ბოლომდე, დისტანციურად იმუშავებენ

Google-სა და Facebook-ის თანამშრომლები, 2020 წლის ბოლომდე, ისევ სახლებიდან იმუშავებენ. მართალია, კომპანიების ხელმძღვანელობა მალე ოფისების გახსნას გეგმავს, მაგრამ დისტანციურად მუშაობის პირობა ისევ ძალაში რჩება.

სოციალური დისტანციის პირველ ეტაპზე, Google-ს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მათ თანამშრომლებს, სახლებიდან მუშაობა, 1 ივნისამდე მოუწევდათ. თუმცა, ახლა დისტანციური რეჟიმი კიდევ 7 თვით გაახანგრძლივეს. იგივენაირად იმუშავებენ Facebook-ის თანამშრომლებიც, კომპანია კი ოფისებს 6 ივლისიდან გახსნის.

როგორც „გუგლის“ გენერალური დირექტორი სუნდარ პიჩაი ამბობს, ის თანამშრომლები, ვისი დაბრუნებაც ოფისში 2020 წლის ბოლომდე აუცილებელი იქნება, ივლისიდან შეძლებენ სამსახურში გასვლას, ოღონდ მანამდე კომპანია უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომას მიიღებს.

თანამშრომლების ოფისებში დაბრუნების საკუთარი სტრატეგია აქვს Facebook-საც.

„ვისაც შეუძლია, საქმე დისტანციურად აკეთოს, სახლში წლის ბოლომდე დარჩება. ეს არის სიტუაცია, როდესაც თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები [ერთად] იღებენ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, სამსახურში დაბრუნებასთან დაკავშირებით“, – ამბობენ Facebook-ის წარმომადგენლები.

ქართული ბრუტალური არქიტექტურა Kaito-ს ახალ ვიდეოკლიპში

Studio Ghibli-ს მუზეუმის დათვალიერება ონლაინ შეგიძლიათ