in

Google-მა ბავშვებისთვის უსაფრთხო ჭკვიანი საათი გამოუშვა!

გაყიდვები 5 ივნისს დაიწყება

M2

საბავშვო ტექნოლოგიების ბაზარზე Google-ის Fitbit-მა ახალი სიტყვა გააჟღერა — Fitbit Ace LTE-ის სახით პირველ ისეთ ჭკვიან საათს უშვებენ, რომელიც პატარებისთვის მიმზიდველ ფუნქციებსა და მშობლების სიმშვიდისთვის საჭირო უსაფრთხოების ზომებს აერთიანებს. 7+ ასაკი მქონე ბავშვებისთვის Ace LTE უბრალო საათზე მეტი იქნება…

უპირველესად, კომპანიონი ფიტნეს თავგადასავლებში, რა დროსაც პატარა მომხმარებლებს ვირტუალურ პერსონაჟ Noodle-ს გააცნობენ, რომლებიც ბავშვების გართობაზე იქნება ორიენტირებული. ნაბიჯებსა და ხტუნვაზე თვალყურის დევნებით კი Noodle ეხმარება მათ, ყოველდღიურ მიზნებს გასართობი ანიმაციებითა და მიღწევების აღნიშვნით მარტივად მიაღწიონ. მისი გამოყენებისას პატარებს მხოლოდ ლიმიტირებულ 20 კონტაქტთან შეუძლიათ დარეკვა, ტექსტური თუ ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნა, რასაც კომპანიონი აპლიკაციით მშობლებიც ებმიან. მათ GPS-ზეც აქვთ წვდომა, რათა რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია იმაზე, თუ სად იმყოფებიან მათი შვილები.

Fitbit Ace LTE ბავშვთა განვითარების წამყვან ექსპერტებთან ერთად განავითარეს და, როგორც უკვე ხვდებით, მისთვის პრიორიტეტი უსაფრთხოება და კონფიდენციალურობაა. მხოლოდ მშობელი ხედავს ბავშვის მდებარეობასა და აქტივობას, რაც გარკვეული დროის შემდეგ თავისით იშლება. არც აპლიკაციით შეუძლიათ რაიმეს შეძენა და არც მესამე მხარის წვდომა აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ჭკვიანი საათების კოლექციის 6 ერთეულიდან თითოეულს ჩაშენებული ტექნოლოგია გააჩნია, რომელიც ხელზე დამაგრებისას უნიკალურ მახასიათებლებსა და სიმბოლოებს ხსნის, მაგალითად როცა ლურჯი კალათბურთის სამყაროს ხსნის Eejie-სთვის, მწვანე უცხოპლანეტელ შინაურ ცხოველ Wally-ის გვაცნობს. Fitbit Ace LTE წყალგამძლეა და ბატარეაც დიდხანს უმუშავებს, ნაკაწრებისადმი მდგრადიც გახლავთ… მოკლედ დამწყებთათვის იდეალური მოწყობილობაა, რომლის გაყიდვებიც Google Store-სა და Amazon-ზე 5 ივნისიდან დაიწყება. წინასწარი შეკვეთებიც უკვე დაწყებულია, ფასი კი 229.95$-ს შეადგენს. 

კბილების ხელახლა გასაზრდელ წამალს ადამიანებზე გამოცდიან

ვინ არიან Touch.Point 2024-ის ჰედლაინერები და რა თემებს დაეთმობა მარტექ ფესტივალის მთავარი სცენა?