in

Google ფოტოების სანდოობის შემოწმების ხელსაწყოებზე მუშაობს

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში რთულია, რეალობა და ყალბი კონტენტი ერთმანეთისგან განასხვაო… მოცემული სიტუაცია კი მსგავსი ონლაინ ხელსაწყოების შექმნის საჭიროებას აჩენს და ეს არც Google-ს გამორჩენია. უკვე About this image-ის ხელსაწყოზეც განაცხადა, ინფორმაციის განახლებულ წყაროზე, რომელიც მომხმარებლებს სურათების სანდოობის დადასტურებაში დაეხმარება.

ეს ხელსაწყო უკვე გლობალურად ხელმისაწვდომია ინგლისურენოვანი Google Search-ის მომხმარებლებისთვის. About this image უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით სურათის ისტორიაზე — მაგალითად, კონკრეტული სურათი სხვა ვებგვერდზე სხვა კონტექსტში ხომ არ გამოუყენებიათ, რაც ხშირად ხდება ხანძრისა თუ სხვა მძიმე შემთხვევებში…

ამასთან, შემოგთავაზებთ კონტექსტს იმისა, თუ როგორ იყენებენ და აღწერენ სურათს სხვა გვერდები ახალი ამბებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საიტების ჩათვლით. ფოტოების მეტამონაცემებსაც მოგაწვდით, როცა ეს ხელმისაწვდომია კრეატორებისა და გამომქვეყნებლებისგან, ეს იმასაც მიგითითებთ, კონტენტის შესაქმნელად გამოყენებულია თუ არა ხელოვნური ინტელექტი.

როგორ გამოვიყენოთ About this image?

  1. მოძებნეთ სურათი Google Images-ში
  2. დააკლიკეთ არჩეული სურათის მარჯვენა კუთხის სამ წერტილს
  3. აირჩიეთ მენიუში ღილაკი — About this image
  4. გაიხსნება ახალი ჩანართი, რომელიც გაჩვენებთ ამ გამოსახულების სავარაუდო თარიღსა და დაკავშირებულ ვებგვერდებს.

მეტიც, მომხმარებლებს შეუძლიათ ეს ინფორმაციები About this result-ის ხელსაწყოდანაც მიიღონ, რომელიც მთავარ საძიებო შედეგებს საიტის კონტექსტს მატებს. აქ უკვე About this result-ის ქვემოთ More about this page უნდა აირჩიოთ, რათა ნახოთ იმ სურათების ინფორმაციები, რომლებიც ვებგვერდზე ჩანს. 

Reverse Image Search

სურათზე დამატებითი ინფორმაციის მიღება თუ გსურთ, Google Reverse Image Search უნდა გამოიყენოთ — გეტყვით, ონლაინ სივრცეში სად გამოქვეყნებულა ეს სურათი, რა სიხშირით და სხვა მასთან დაკავშირებულ ფოტოებსაც მოგაწვდით დამატებითი კონტექსტისთვის. ეს Google Chrome-ის როგორც ვებ, ისე მობილურ აპლიკაციაშიც ხელმისაწვდომია. 

როგორ გამოვიყენოთ Reverse Image Search დესკტოპიდან და მობილურიდან?

  1. გახსენით სურათი, რომლის გადამოწმებაც გსურთ.
  2. დესკტოპის მომხმარებლებმა სურათზე მარჯვენა კლიკს დააჭირეთ და აირჩიეთ Search Image with Google, ხოლო მობილურის მომხმარებლებზე ცოტა ხანგრძლივად დააჭირეთ სურათს და შემდგომ Search Image with Google აირჩიეთ.
  3. დესკტოპზე მარჯვნივ ახალი ფანჯარა გაიხსნება, მობილურზე კი Google Chrome ახალ გვერდს გაგიხსნით.
  4. ჩამოსქროლეთ, რათა ნახოთ ამ სურათის სხვა გამოყენების შემთხვევები.
  5. აირჩიეთ Find image source, რათა ინტერნეტში სურათის გამოჩენის ადრეული წყაროები ნახოთ. 

როგორ გამოვიყენოთ Reverse Image Search images.google.com-ზე? Google Lens-ით images.google.com-ზე ფოტო რომ მოძებნოთ, აუცილებლად უნდა ჩამოტვირთოთ სურათი, შემდეგ კომპიუტერის საძიებო ველში ჩააგდოთ ან სურათის URL განათავსოთ აქ…

Fact Check Explorer

ალბათ, უკვე სახელიდანაც მიხვდით, რომ ეს ონლაინ ფაქტების შემოწმების საძიებო ინსტრუმენტია, რომელიც გვეხმარება, თავი ავარიდოთ ყალბ ინფორმაციებს. იგი უკვე გამოქვეყნებულ სტატიებს ამოწმებს. ამ ფუნქციის ბეტა ვერსია Google-მა ჯერ კიდევ ივნისში გამოუშვა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, ფაქტებით შემოწმებული სურათები მოეძებნათ. აი, მაგალითად, როცა ახალ გვერდზე სურათს ეძებთ, იგი დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით, თუ როდის გამოჩნდა პირველად Google Index-ში, რა თემებს განიხილავდნენ ამ სურათის თანხლებით და როგორ განვითარდა ეს პროცესი დროთა განმავლობაში. 

გიორგი გაგუა betlive-ის ამბასადორი გახდა!

შემზარავი პოსტი დაიდო!