in

Google-მა ჰელოუნის 2025 წლის ტრენდები გამოაქვეყნა

ჰელოუინისთვის თუ ემზადებით და ჯერ არ იცით, რა ჩაიცვათ, გუგლის 2025 წლის ტრენდებს უნდა გადახედოთ. აქ KPop Demon Hunters ლიდერობს, მაგრამ არც ლაბუბუა ყურადღების მიღმა დარჩენილი. ქათმის კოსტიუმებიც საკმაოდ აქტუალურია… მოკლედ, საინტერესო წელი უნდა იყოს და ამაში Google-ის Frightgeist-ის ჩამონათვალიც დაგარწმუნებთ, რომელიც, საძიებო ინტერესების მიხედვით, ტოპ 25 კოსტიუმს წარმოგვიდგენს. ამასთან ერთად, ტრენდები ჰელოუნის მაკიაჟის, სახლის დეკორისა და ძაღლების კოსტიუმების კატეგორიებშიც გაგვაცნო. 

BOG
BOG

ტოპ 25 კოსტიუმი ჰელოუინისთვის 2025 წელს — Google

სიის სათავეში KPop Demon Hunters-ის 5 პერსონაჟი: Rumi, Zoey, Mira, Jinu და Baby Saja გვხვდება. ამას მოსდევს Minecraft-დან Chicken Jockey, Labubu და Derpy the Tiger, კვლავ KPop Demon Hunters-დან. აქ ისეთ ცნობილ სახელებსაც შეხვდებით, როგორებიცაა Elphaba Wicked-დან, The Lorax და Hamilton. სუპერმენიც ტრადიციულად არ კარგავს აქტუალობას, თუმცა ჩამონათვალში კიდევ ბევრ ახალ ტრენდულ სახელს ამოიკითხავთ:

  1. Rumi (from KPop Demon Hunters)
  2. Zoey (from KPop Demon Hunters)
  3. Mira (from KPop Demon Hunters)
  4. Jinu (from KPop Demon Hunters)
  5. Baby Saja (from KPop Demon Hunters)
  1. Chicken Jockey
  2. Labubu
  3. Derpy the Tiger (from KPop Demon Hunters)
  4. Elphaba (from Wicked)
  5. The Lorax
  6. Hamilton
  7. Nightwing
  8. Nurse (from Silent Hill)
  9. Toothless (from How to Train Your Dragon)
  10. Glinda (from Wicked)
  11. Ladybug
  12. Gabby (from Gabby’s Dollhouse)
  13. Supergirl
  14. Superman
  15. Donnie Darko
  1. Founding Father
  2. Pyramid Head
  3. Wednesday
  4. Cleo de Nile (from Monster High)
  5. Lord Farquaad (from Shrek)

თუ კოსტიუმი ჯერ არ გიყიდიათ, გუგლი სახალისო გზას გირჩევთ ამისთვის: Gemini-ის სურათების გენერირების ხელსაწყო Nano Banana-ს შეაქმნევინეთ — საკუთარი და სავარაუდო კოსტიუმის სურათი ატვირთეთ, ხელსაწყო კი დაგეხმარებათ, გაიგოთ, გიხდებათ თუ არა იგი… 

Halloween Décor 2025

თუ ბევრი იდეა გიტრიალებთ თავში და ჯერ არ იცით, რომელს მიანიჭოთ უპირატესობა ჰელოუნის დეკორის კატეგორიაში, გუგლის ტრენდები გამოგადგებათ:

  1. ჭერზე ჩამოკიდებული სანთლები
  2. საფრთხობელა
  3. მოჩვენებების გირლიანდა
  4. ჯადოქრის მაგიური ბოთლები
  5. მოჩვენებების სახლი
  6. საფლავის ქვა
  7. მანათობელი მოჩვენებები
  8. ჩამოსაკიდი მოჩვენებები
  9. ჯადოქრის ქუდი
  10. გოგრის გირლიანდა
  11. ჩამოსაკიდი ჯადოქარი
  12. გოგრებისგან დამზადებული თაღი
  13. ჩამოღვენთილი ლორწო
  14. თეთრეულისგან გაკეთებული აჩრდილები
  15. ჩონჩხი, რომელიც აღებინებს

ტოპ ტრენდები ჰელოუნის მაკიაჟისთვის 2025 წელს

ჰელოუნისთვის მხოლოდ გამორჩეული კოსტიუმი არ კმარა, დიდ როლს აქ მაკიაჟიც თამაშობს, ამიტომაც წლის 15 ტრენდს გაგაცნობთ:

  1. KISS
  2. Labubu
  3. Alien
  4. Wednesday
  5. Bride of Frankenstein
  6. Poison Ivy
  7. Annabelle
  8. Sally (from The Nightmare Before Christmas)
  9. Jigsaw (from Saw)
  10. Sad Clown
  11. Deer
  12. Doll
  13. Mermaid
  14. Frankenstein
  15. Bat

ძაღლების ტოპ კოსტიუმები ჰელოუინისთვის

დაბოლოს, ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც უნდა მოვამზადოთ ამ მნიშვნელოვანი დღისთვის, გუგლისთვის კი ტრენდული ვარიანტები,აი, ასე გამოიყურება:

  1. Labubu
  2. Derpy the Tiger (from KPop Demon Hunters)
  3. Chicken
  4. IHOP
  5. Krypto
  6. Nezuko Kamado (from Demon Slayer)
  7. Pickleball Champ
  8. Superman
  9. Thing (from Addams Family)
  10. Pet Spider
  11. Glinda (from Wicked)
  12. Ambulance
  13. The Lorax
  14. Elvis
  15. Flying Monkey

როგორ გამოიყენოთ LinkedIn სამსახურის ძიების პროცესში

Lexus თბილისის წარმატება – Kiwami Award 2025-ის პრესტიჟული ჯილდო!