in

Google-მა ლოგო გაალამაზა

ტექნოლოგიურმა გიგანტმა ზედმეტი ხმაურის გარეშე გადაწყვიტა G-ის განახლება. ცვლილება არცთუ ისე მასშტაბურია და, შესაძლოა, ბევრმა მომხმარებელმა ვერც შენიშნოს, მაგრამ ასე გუგლი AI-ისკენ მიმავალ მომავალზე გვესაუბრება და  კომპანიის მიმართულებაზეც გვამცნობს, რომელიც მანქანური სწავლებისა თუ ავტომატიზაციისკენ მიიწევს. მოკლედ, სიმბოლოც ძველი დატოვეს და ფერებიც, ოღონდ ახლა გრადიენტულია.

BOG
BOG

გუგლის განახლებული ლოგო უკვე iOS-სა და Pixel-ის მოწყობილობებზე გვხვდება, თუმცა მეტად თვალშისაცემია Gemini-ის ლოგოში. ესეც გრადიენტულია, რითაც გუგლი ვიზუალურ ჰარმონიას გვთავაზობს თავისსავე პროდუქტებში. გრადიენტებზე საუბრისას, არც YouTube-ის განახლებული ინტერფეისი უნდა დავივიწყოთ… 

რედიზაინი კომპანიის 2015 წლის რებრენდინგს გვახსენებს, როცა serif ლოგო უკვე ჩვენთვის კარგად ნაცნობი sans-serif-ის სიტყვათა ნიშნით შეიცვალა და G გაგვაცნო. ამ განახლებამ, თავის მხრივ, ხაზი სიმარტივესა და სიცხადეზე გაუსვა მრავალ პლატფორმას შორის, რისი ერთგულიც გუგლი დღემდე რჩება.

ამ ეტაპისთვის კი ანდროიდსა და ვებზე კვლავ ლოგოს ძველ ვერსიას იყენებს, თუმცა ვარაუდობენ, რომ მალე აქაც გრადიენტულ G-ის ვიხილავთ…

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ევროპული თავგადასავლების სტუმარი სალომე ბენიძეა – პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია