Google თავის G-სთან თავს კი მშვენივრად გრძნობს, მაგრამ თავისივე ხელოვნური ინტელექტის ასისტენტმა Bard-მა სრული ტრანსფორმაცია განიცადა, რომელიც კომპანიამ Gemini-ს სახელის ქვეშ შემოგვთავაზა. ამას კი G ლოგოს განახლებაც მოჰყვა…
Gemini თავდაპირველად OpenAI-ის ChatGPT-ის კონკურენტად შექმნეს, შესაბამისად, გუგლის AI მოდელებს ერთი გაერთიანებული ბრენდის ქვეშ წარმოგვიდგენს. დებიუტს Gemini Android-ის აპლიკაციით გვთავაზობს, რომლის გადმოტვირთვაც უკვე შესაძლებელია. ამასობაში კი, iPhone-ის მომხმარებლებს პლატფორმაზე წვდომა არსებული Google iOS-ის აპლიკაციით შეუძლიათ, მიიღონ.
ამ სიახლეების პარალელურად, ტექნოლოგიური გიგანტი კლასიკური G ლოგოს განახლებას გვთავაზობს, რომელიც Gemini-ს ვიდეოში დააანონსეს:
აქ უკვე გუგლის ძირითადი ფერები გრადიენტს გვთავაზობს, რაც, თავის მხრივ, თავიანთი შეთავაზებების შეუფერხებელ მიმართულებას ასახავს. თუმცა ჯერ ზუსტად არ ვიცით, ამ ბრწყინვალე სიმბოლოს ჩვეულებრივ გამოიყენებენ თუ უბრალოდ თიზერისთვის შეიქმნა…
ხოლო მათ, ვისაც მეტად განვითარებულ AI ფუნქციებზე სურთ წვდომის მიღება, Google Gemini Ultra 1.0-ს სთავაზობს, ყოველთვიური გამოწერის ფასი კი 19.99$-ს შეადგენს — „პრემიუმ ვერსია საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ არამარტო უფრო სრულყოფილი და დეტალური საუბრები, არამედ იგი უკეთ იაზრებს თქვენი გზავნილების კონტექსტს“.